ახალი სკანდალური ჩვენება შაქარაშვილის საქმეში - “ნიკა ჟვანია, კვალის წაშლის მიზნით, ხელებს იბანდა”
სამართალი •  11:59, 31 Jul, 2020     5452
გიორგი შაქარაშვილის საქმე - დაკავებული ნაძალადევის თანაკლასელმა და მისმა მეგობარმა არასრულწლოვანმა ე.ხ-მ გამოძიებას ახალი და სკანდალური ჩვენება მისცა.


ანა გაბეჩავას წვეულების სტუმარის ჩვენების მიხედვოთ, 18 ივნისის ღამეს მის მეგობარ ვანო თეგაძესთან ერთად აგარაკზე მას შედეგ დარჩა, რაც ყველა სტუმარი წავიდა.

ე.ხ. ირწმუნება, რომ ავტომაგისტრალზე გიორგი ქათამაძის, კოკო ღიბრაძისა და ვახო ახვლედიანის ცემის შემდეგ, მერსედესის ყველა მგზავრი აგარაკზე დაბრუნდა და წვეულების სტუმრების ძებნა განაგრძეს.

ე.ხ. იხსენებს, რომ მეგობრებთან ტერიტორიაზე მისთვის უცნობი მამაკაცი შენიშნა, რომელიც მათზე უფროსი იყო საპირფარეშოში ხელებს იბანდა. ეს მამაკაცი, სავარაუდოდ მორაგბე და რკინის ხელკეტიანი ნიკა ჟვანიაა, ცდილობდა თუ არა ის კვალის წაშლას – უცნობია.

ის, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ნარეკვავში შურისსაძიებლად ჩავიდნენ, ე.ხ.-ს მეგობრის ჩვენება მოწმობს. ვანო თეგაძე ამბობს, რომ “მერსედესამდე” აგარაკზე “ტოიოტა ქამრის” 6 მგზავრი მივიდა და წვეულების სტუმრებს ეძებდნენ.

კითხვებს სტუმრებთან დაკავშირებით დაზარალებული და ამავდროულად ბრალდებული, წვეულების დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი სვამდა. ამის შემდეგ კი ექვსეულმა ტერიტორია დატოვა და ავტომაგისტალზე შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხა.

“კურიერთან” საუბრის დროს როსტომ კერესელიძემ განმარტა, რომ მერაბიშვილსა და არასრულწლოვან ლ.შ.-ს გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები აგარაკზე კონფლიქტში მონაწილეებში შეეშალათ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაძალადეველები ავტობანის ექვსეულს შეცდომით გაუსწორდნენ, შემდეგ კი აგარაკზე დანარჩენების ძებნა განაგრძეს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
ძლიერმა მეწყერმა ამაღლებული ბორცვი მოწყვიტა და მძინარე ოჯახები მიწაში ჩაიტანა - შემთხვევა ინდოეთში
ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას - მირიან ნიკოლაძე
ვარსკვლავების შვილები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ მშობლებს - ფოტოკოლაჟი
22 წლის მომღერალს ღვთიმსგმობი სიმღერის გამო სიკვდილით დასჯიან
მირიან ნიკოლაძე: ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42