"შაქარაშვილის ბიძა ყველაფერს ფარცხავს, კარიერისტია" - ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულის მამა შაქარას დედასთან შეხვედრას ითხოვს
სამართალი •  13:09, 31 Jul, 2020     4118

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე სასამართლოში შაქარაშვილისა და მისი ბიძია, მირიან ნიკოლაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა.

ხომასურიძის მაისურზე, წერრია: "შაქარას მკვლელებმა არ გაიხარონ". მაისურის წინა მხარეს კი სადაც მირიანნ ნიკოლაძეა გამოსახული ვკითხულობთ: „მაგ სიმართლით იარე".

არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მისთვის სათქმელი აქვს.

„ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. მაგალითად, ფაქტების განადგურება არ აინტერესებს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი სამინისტროს რაზე მოელაპარაკა. ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს", - აცხადებს ხომასურიძე.

ზ.ხ-ს მამა ირწმუნება, რომ შაქარაშვილს მისი შვილი არ გაკიდებია:

„ღამე სახლში რომ მოვიდა, არ იცოდა ის ბიჭი დაღუპული რომ იყო, როგორ "იგულავეთ-მეთქი", ვკითხე და არაფერი, ჩხუბი მოგვივიდა და დავიშალეთო, მითხრა. შაქარაშვილი ტელევიზორში ნახა. როცა ეძებდნენ, ცოცხალი ეგონა, როცა გაიგო დაღუპული იყო, 2-3 ღამე არ ეძინა, ღმერთს ვფიცავარ, ვახო ჩიქოვანი ტიროდა, რომ დაგვეჭირა, ხომ გადავარჩენდით მაინცო, ამბობდა. ჩემმა შვილმა ფერად შენობასთან მიირბინა, ვახო ჩიქოვანს გული ეტკინა, ჩაიკუზა და ჩემ შვილს თხოვა წადი მანქანა მოიყვანეო, ჩემი შვილი რომ დაბრუნდა, ვახო ისევ იქ დახვდა, სადაც დატოვა, არაფერი დევნა არ ყოფილა. საბურთალოელების 3 მანქანა რომ ჩავიდა, იმათმა ცემეს შაქარაშვილი, რატომ არ დაგვეხმარე, რატომ გაიქეციო. სხვას ვის უნდა ეცემა?ან პოლიციამ ცემა ან მაგათმა. ოჯახს, შაქარაშვილის დედას მივმართავ, მნახონ და სიმართლეს მე ვეტყვი, პირველივე დღიდან გამოძიება როგორ მიდის. უნდა ავუხსნა რომ გამოძიება პირველივე დღიდან არ იყო სიმართლის გარკვევით დაინტერესებული", - აცხადებს ხომასურიძე.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამირან გამყრელიძე: ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, კორონა თურმე მთებში ისვენებსო
შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა - უწყების საგანგებო განცხადება
ბაღდათში ოჯახს, მოკრეფილი თხილი მოიპარეს - რამდენიმე დღის წინ კი ლობიო, სიმინდი და გოგრა მოიპარეს
თუ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დადგინდება, შესაბამისი რეაქცია გვექნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42