"ივანიშვილი თუ ბევრს გაბედავს არჩევნებში, ბევრს დაკარგავს..."- ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე
15:49, 31 Jul, 2020     563
ეროვნულ-დემოკატიული პარტიის თავმჯდომარისა და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.


როგორც ქარდავამ „ძალა ერთობაშიას“ დღევანდელ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია უკვე მსჯელობს საარჩევნო სტრატეგიაზე.

„დღევანდელ შეხვედრაზე სააარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე ვიმსჯელეთ. ამ მოცემულობაში ერთობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი მთავარი ამოცანაა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ეს ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა.

ასევე, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ბევრს გაბედავს ამ არჩევნებში, ბევრს დაკარგავს, თუ ცოტას - ცოტას. მის დამარცხებას რომ ალტერნატივა არ აქვს და ოპოზიცია კოალიციურ რეჟიმში მოვა ხელისუფლებაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი ძალა ერთობაშია და ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნებმაც დაამტკიცა. ოპოზიციური კოალიცია აგრძელებს მუშაობს, აუცილებლად მოხდება ამ კოალიციის გაფართოება საკმაოდ საინტერესო პერსონებით.“- განაცხადა ქარდავამ.

რაც შეეხევა კოალიციურ რეჟმში სიის ფორმირების წესს, ედპ-ის ლიდერი ამბობს, რომ ის თუ როგორი იქნებოდა სია 2020 წლისთვის, ამაზე ძალა ერთობაშიაში შემავალი სუბიექტები 2018 წელს ერთობლივი დოკუმენტით შეთანხმდნენ, რომელიც არ დაირღვევა. "ვიქნები მე თუ არა სიაში, რაც შეეხება ამ კითხვას, გეტვით, რომ ედპ აუცილებლად იქნება სიაში, ხოლო ვინ - ამას პარტია წყვეტს" - განუცხადა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ავტოავარია თბილისში - ავტომობილი სკვერში შევარდა და ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
ანდრეა პირლო "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ხდება
არეულობა ახალქალაქში და გადამწვარი სახლები - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველი კომენტარი
ჩვენ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - თორნიკე ჯანაშვილი
სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
პოლიციის თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - სოფელ ნიქოზში ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით მიკროფონი და კამერა წაართვეს
სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეუფარდა
"ლეჰჰეი, ლეჰჰეი"– რას ნიშნავს სიტყვა, რომლის მნიშვნელობა ბაჩანა ლობჟანიძეს თამარ ბაჩალიაშვილისთვის არ განუმარტავს
მედვედევის განცხადება რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური მცდელობაა - ბარამიძე
მამაკაცს, რომელმაც მეგობარი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე გააუპტიურა და მოკლა 29 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42