“რაჭაში, ამ ეტაპზე, განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არსებობს“
საზოგადოება •  19:01, 31 Jul, 2020     290

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენების მიზეზებს ადგილზე სწავლობენ.

წინასწარი შეფასებით, სტიქიური მოვლენები ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და მყინვარების თანდართულმა ინტენსიურმა დნობამ ონის, უწერას, შოვის, გლოლასა და ღების მონაკეთებზე მდ. რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია.

სტიქიის დროს, 12 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 84 მმ-ს მიაღწია; შოვის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, წყლის ხარჯმა ქ. ონთან 507მ³/წმ შეადგინა.

ამ ეტაპზე, მდ. რიონის აუზში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება. პირველადი შეფასებით, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არ ფიქსირდება, რაც ამ დროისათვის განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროებას არ ქმნის.

სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ადგილზე რჩება და მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები მოამზადებენ რეკომენდაციებს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა - IRI
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეთა მიმართულებით კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან საბრძოლო ვაზნების გასროლის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს
თსუ-ს არქეოლოგების უახლესი აღმოჩენა გრაკლიან გორაზე
გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, ყველაზე დიდ პარტნიორად კი - აშშ-ს - IRI
"ლელომ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
"ლელო" არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს , წელში გამართავს ყველა ოჯახს და შექმნის ძლიერ საშუალო ფენას
შაქარაშვილის საქმეზე, ადვოკატების უმრავლესობამ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა
ჯარი, საპატრიარქო და მედია - მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ სამი ინსტიტუციის მიმართ არის კლეთილგანწყობილი
ჩიხუახუამ თავისი პატრონი ინსულტის დროს სიკვდილისგან გადაარჩინა
მოსახლეობის 54%-ს 8 მარტის შეთანხმების შესახებ სმენია, მათი უმრავლესობა ცვლილებებს მხარს უჭერს
“ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას იწყებს
მოსახლეობის 64% ევროკავშირში, ხოლო 56% ნატოში გაწევრებას სრულად უჭერს მხარს - IRI
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42