მოსახლეობის ევაკუაცია თბილისში: "ეს იყო ბეწ­ვის ხიდი და არ გვქონ­და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა" - ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტომ პითონი დაიჭირა
10:21, 01 Aug, 2020     19316

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. პოსტის თანახმად თბილისში მახჩობელა, მტაცებელი ქვეწარმავალი პითონი დაიჭრეს. ის პატრონს გაექცა,რომლის შემდეგაც მან ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოში დარეკა და შველა ითხოვა.

"გუ­შინ, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 19:30-ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და. საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხმით მა­მა­კა­ცი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და:

- პი­თო­ნი გა­მექ­ცა, და­მეხ­მა­რეთ.

ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რი იბ­ნე­ვა, სთხოვს კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­როს რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რე­ო­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლად ორი ეკი­პა­ჟი გა­დის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა რის­კის წი­ნა­შე იდგა თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ძაღ­ლე­ბი, კა­ტე­ბი. პი­თო­ნი მახ­რჩო­ბე­ლა­სებ­რი, მტა­ცე­ბე­ლი გვე­ლე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ცხა­დია არა­ვის ვუ­სურ­ვებთ მის "სტუმ­რო­ბას".

ბო­ლომ­დე გვი­ჭირ­და გა­აზ­რე­ბა რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვი­დე­ქით, რომ ეს იყო ბეწ­ვის ხიდი და არ გვქონ­და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი წუთი იყო გარ­დამ­ტე­ხი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რი­გით მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, საფრ­თხე ჩვენს მაშ­ველ ბი­ჭებ­საც ემუქ­რე­ბო­და, რო­მელ­თაც ფაქ­ტი­უ­რად "თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლებს" მო­უ­წი­ათ ბრძო­ლის ველ­ზე გას­ვლა. გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, არ­ცერ­თი წამი არ გვი­ფიქ­რია უკან დაგ­ვე­ხია, ბოლო წუ­თამ­დე შე­მარ­თე­ბით ვემ­სა­ხუ­რეთ ჩვენს ქა­ლაქს, ჩვენს თბი­ლი­სე­ლებს.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ამ მყი­სი­ე­რად და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და "გრძე­ლი ღა­მეც" და­ი­წყო. და­ვან­გრი­ეთ მრა­ვა­ლი კე­დე­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად, გა­ვა­სუფ­თა­ვეთ უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია ავე­ჯი­სა და ნივ­თე­ბის­გან ფან­რის შუქ­ზე თით­ქმის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით. არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია არ­ცერ­თი კუ­თხე, არც კუნ­ჭუ­ლი და მთა­ვა­რი "დამ­ნა­შა­ვეც" გა­მო­ვი­ჭი­რეთ. ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი, ცო­ტა­თი ამა­ყე­ბიც დავ­ბრუნ­დით ბა­ზა­ზე, წინ კი­დევ ბევ­რი საქ­მეა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ავტოავარია თბილისში - ავტომობილი სკვერში შევარდა და ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
ანდრეა პირლო "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ხდება
არეულობა ახალქალაქში და გადამწვარი სახლები - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველი კომენტარი
ჩვენ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - თორნიკე ჯანაშვილი
სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
პოლიციის თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - სოფელ ნიქოზში ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით მიკროფონი და კამერა წაართვეს
სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეუფარდა
"ლეჰჰეი, ლეჰჰეი"– რას ნიშნავს სიტყვა, რომლის მნიშვნელობა ბაჩანა ლობჟანიძეს თამარ ბაჩალიაშვილისთვის არ განუმარტავს
მედვედევის განცხადება რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური მცდელობაა - ბარამიძე
მამაკაცს, რომელმაც მეგობარი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე გააუპტიურა და მოკლა 29 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42