ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს ტროტილი იყო ჩადებული - საგამოძიები კომისიის დასკვნა
მსოფლიო •  09:54, 01 Aug, 2020     1784
რადიო "Эхо Москвы"-ს ინფორმაციით, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის განმეორებითი საგამოძიებო კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს ТУ-154-ში ტროტილი იყო ჩადებული. კომისიის დასკვნა 31 ივლისს გამოქვეყნდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი სავარაუდოდ იმ ნაწილებზე აღმოჩნდა, რომელიც რუსმა ტექნიკოსებმა რემონტის დროს 2009 წელს გამოცვალეს.

კომისიის მასალებში აღნიშნულია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ცენტრალურ ნაწილსა და მარცხენა ფრთაში მომხდარი აფეთქებებია.

პოლონელი სპეციალისტების აზრით, ამაზე მეტყველებს თვითმფრინავის დაზიანებების ხასიათი, ნამსხვრევების გაფანტვის სახე და ტრავმები, რომელიც მგზავრებმა მიიღეს.

კომისიამ ჩათვალა, რომ მძიმე დამწვრობები და დაღუპულთა გვამებში აღმოჩენილი შუშის, თვითმფრინავის გარსისა და მეტალის ნამსხვრევები აფეთქების მიერ არის გამოწვეული.

ახალი ვერსიის თანახმად, პირველმა აფეთქებამ დაამსხვრია თვითმფრინავის მარცხენა ფრთა, ხოლო მეორე ბომბი, ცენტრალურ ნაწილში, მაღალი თანამდებობის პირების სალონის მიმდებარედ აფეთქდა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების - ტროტილისა და ჰექსოგენის კვალის არსებობა თვითმფრინავის ბორტზე დადასტურებულია როგორც პოლონური, ასევე ბრიტანული კვლევითი ლაბორატორიის მიერ.

რუსეთის მაღალ ეშელონებში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.ლაინერი ТУ-154, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ქვეყნის პირველი ლედი და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა, სმოლენსკთან 2010 წლის აპრილში ჩამოვარდა, რასაც 96 ადამიანი ემსხვერპლა.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ლელომ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
"ლელო" არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს , წელში გამართავს ყველა ოჯახს და შექმნის ძლიერ საშუალო ფენას
შაქარაშვილის საქმეზე, ადვოკატების უმრავლესობამ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა
ჯარი, საპატრიარქო და მედია - მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ სამი ინსტიტუციის მიმართ არის კლეთილგანწყობილი
ჩიხუახუამ თავისი პატრონი ინსულტის დროს სიკვდილისგან გადაარჩინა
მოსახლეობის 54%-ს 8 მარტის შეთანხმების შესახებ სმენია, მათი უმრავლესობა ცვლილებებს მხარს უჭერს
“ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას იწყებს
მოსახლეობის 64% ევროკავშირში, ხოლო 56% ნატოში გაწევრებას სრულად უჭერს მხარს - IRI
IRI - ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით ისევ ილია II სარგებლობს
ოპოზიცია მმართველ პარტიას უსწრებს და "ოცების" რეიტინგი ეცემა - დეკანოიძე IRI-ს პოლიტიკურ კვლევებზე
ეკონომიკა, ჯანდაცვა, საგარეო პოლიტიკა - რა არის არჩევანის გაკეთების დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი IRI-ის კვლევის მიხედვით
რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში - IRI-ის კვლევის შედეგები
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42