გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი გაზის ონკანი - სამგორში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
10:00, 02 Aug, 2020     967

"თბილისი ენერჯი" სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებს აქეყნებს. განცხადების თანახმად სამგორის რაიონში გაზის გაჟონვა მოხდა.
დროულად აღოჩენის გამო ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
"თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114-ში შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ⚠ სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე - 114, შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში გაზის სუნი იდგა და მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ. ⚠ თბილისი ენერჯის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ქონდა მილი რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდა. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა. ⚠ კორპუსში მცხოვრებლები აქეთქებას გადაურჩნენ ყურადღებიანი მეზობლების წყალობით, რომლებმაც ოპერატიულად შეატყობინეს გაზის გაჟონვის შესახებ თბილისი ენერჯის. ⚠ თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ დაიცავით გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, ნუ დატოვებთ გაზის დანადგარებს უყურადღებოდ, რადგან უსაფრთხოების წესების დარღვევა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს რაც საფრთხეს უქმნის როგორც თქვენს ოჯახს ისე მეზობლებს. თბილისი ენერჯი - მუდმივი ენერგია თქვენი სახლისთვის" - ნათქვამია ინფორმაციაში.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამდენიმე ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა - დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან"?
12 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს რეგიონებში შეიჭრა, ჩვენი ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია"- აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომზე
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
"როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?" - ბაჩალიაშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება - ლინკევიჩუსი აგვისტოს ომს ეხმაურება
გახარია აგვისტოს ომზე: აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს
ავსტრალიაში ასეულობით ქათამს ფრინველის გრიპის ახალი შტამი დაუდგინდა- ფერმა მკაცრ კარანტინშია მოთავსებული
"ინტიმური ურთიერთობა არ გვქონია" - ბოლოს როდის ნახა ბაჩანა ლობჟანიძემ თამარ ბაჩალიაშვილი
მოიხმარდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილი ნარკოტიკს - გოგონას ე.წ. შეყვარებულის ახალი ვერსია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42