ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანაში არის საყოველთაო სიღატაკე. ტყუილი უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან
13:08, 02 Aug, 2020     310

25 -31 ივლისს დასავლეთ საქართველოში "ლელო საქართველოსთვის" რეგიონული ტურნე გაიმართა. საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრების და ტურნეს დასრულების შემდეგ, რეგიონში არსებული მოცემულობა შეაფასა "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ.

„დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. მოვიარე მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ქუთაისი, სამტრედია და ლანჩხუთი. მაქვს უშუალო შეხვედრები და უშუალო ურთიერთობები ადამიანებთან. მოსახლეობა ძალიან გულწრფელად საუბრობს იმ გაუსაძლის მდგომარებაზე, რომელშიც იმყოფება. საუბრობენ უნდობლობაზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვთ. ქვეყანას უჭირს, არის საყოველთაო სიღატაკე: ოჯახების უმეტესობა, პრაქტიკულად, არის იმის მოლოდინში, თუ რას ჩაურიცხავენ მათ საზღვარგარეთ იძულებით წასული ოჯახის წევრები; მოხუცები რეგიონში არინ მარტო დარჩენილები; ახალგაზრდებს კი არ აქვთ სამუშაო პირობები და ამ მოცემულობაში, არც მომავლის პერსპექტივა. საზოგადობის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ ძალიან ლოგიკურია, "ქართულ ოცნებას" არაფერი ხელშესახები არ გაუკეთებია ქვეყნისთვის. პოლიტიკოსები, როგორც წესი, ჩნდებოდნენ არჩევნების წინ, იძლეოდნენ ფუჭ დაპირებებს და შემდეგ, არჩევნებამდე ქრებოდნენ. აქედან გამომდინარე, ნდობა არის დაბალი ან საერთოდ გამქრალი. ქვეყანაში უნდა დასრულდეს მავნე პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოსის სიტყვას არ აქვს ფასი. ტყუილი საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან. არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანას გაუჩნდეს პერსპექტივა და დაიწყოს ახალი ცხოვრება",-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


„ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა უნდა აღადგინონ დაკარგული ნდობა და ქვეყნის მიმართ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა,

"ლელოს ერთ-ერთი ამოცანაა, შემოვიტანოთ და დავნერგოთ ქართული პოლიტიკისთვის უჩვეულო სიახლე, ახალი სტანდარტი და წესი - სიტყვის და დაპირების შესრულება. ახალ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება ქვეყნის სიღატაკიდან გამოსვლის საფუძველი და ქვეყნის ახალი შესაძლებლობა", - აცხადებს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო, პროვოკაციული მოქმედებები და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
ორჭოსანთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
"საუდის არაბეთის ტახტის მემკვირდემ დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკვლისთვის დაქირავებული რაზმი კანადაში გაგზავნა"- BBC
რამდენიმე ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა - დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან"?
12 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს რეგიონებში შეიჭრა, ჩვენი ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია"- აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომზე
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
"როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?" - ბაჩალიაშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება - ლინკევიჩუსი აგვისტოს ომს ეხმაურება
გახარია აგვისტოს ომზე: აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42