ამორალურია ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის - არჩილ თალაკვაძე
15:51, 02 Aug, 2020     345

ეს არის ნამდვილად ტრაგედია მშობლებისთვის, საზოგადოებისთვის და ბუნებრივია, ოჯახის ერთადერთი მოლოდინი არის ამომწურავი გამოძიება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ გამზარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ტრაგედიების პოლიტიკური მიზნით გამოყენება ხდება.

"ეს არის ნამდვილად ტრაგედია მშობლებისთვის, საზოგადოებისთვის და ბუნებრივია, ოჯახის ერთადერთი მოლოდინი არის ამომწურავი გამოძიება და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება. სამართალდამცავებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ამომწურავად გამოიძიონ ეს საქმეები და მისცენ პასუხისგებაში დამნაშავეები. თუ ჩვენ გვსურს, მართლწესრიგი და გვსურს დანაშაულის დონე შევამციროთ ქვეყანაში, ვებრძოლოთ მომავალშიც ასეთი ტიპის დანაშაულებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ორივე შემთხვევაშიც მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელდეს. სამართალდამცავებს აქვთ სრული მხარდაჭერა ამაში და შემდგომ უკვე ჩვენ დაველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს თითოეულ საქმესთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ რა თქმა უნდა, ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. საზოგადოების და ოჯახების ინტერესი ორივე საქმეზე არის ლეგიტიმური და ჩვენ, როგორც ხელისუფლება რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ ის, რაც ფაქტებით იქნება დადგენილი. მესმის, რომ მედიას სურს უფრო სწრაფად თქვას ვერსიები, უფრო სწრაფად წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას სჭირდება მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვერსიების გადამოწმება, მოწმეთა გამოკითხვები და ამას ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მედიის მხრიდან ვერსიების დასახელებას", - განაცხადა თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება
მძლავრი რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე- აშშ-ს სახელფიწო დეპარტამენტის ანგარიში
აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო, პროვოკაციული მოქმედებები და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
ორჭოსანთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
"საუდის არაბეთის ტახტის მემკვირდემ დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკვლისთვის დაქირავებული რაზმი კანადაში გაგზავნა"- BBC
რამდენიმე ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა - დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან"?
12 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს რეგიონებში შეიჭრა, ჩვენი ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია"- აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომზე
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42