თსუ-ს საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელის განმარტება იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების შესაძლო დარღვევის გამოვლენის შესახებ
16:58, 02 Aug, 2020     332

თსუ პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების შესაძლო დარღვევის გამოვლენის შესახებ საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადებას, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე და აცხადებს, რომ მახარობლიშვილს მანამდე გაცილებით მკაცრი შინაარსის დასკვნაზე აქვს ხელი მოწერილი, რითაც პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციის არსებობას სადისერტაციო ნაშრომში. კომისიის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

როგორც წერილშია ნათქვამი, „კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა დასკვნის პირველადი ვერსია (რომელიც საბოლოო ვერსიასთან შედარებით ბევრად მკაცრი იყო და ის პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციაზე (და არა კომპილაციის ნიშნებზე), რომელსაც ბატონი გიორგი მახარობლიშვილი დაეთანხმა და ელექტრონულად განახორციელა ხელმოწერა (17 ივლისი, 2020).”

ხეჩუაშვილის თქმით, გარკვეული მსჯელობის შემდეგ დასკვნის საბოლოო ვერსია მომზადდა და 23 ივლისს, შეთანხმების მიზნით, კომისიის წევრებმა ზუმის პლატფორმის მეშვეობით გამართეს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც არ დაესწრო გიორგი მახარობლიშვილი. „მოკლე ტექსტური შეტყობინებით მან გვაცნობა, რომ დაეთანხმებოდა ან განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებდა შეთახმებულ ტექსტთან დაკავშირებით. კომისიის 6 წევრი შევჯერდით საბოლოო ვერსიაზე, რომელიც დაეგზავნა კომისიის ყველა წევრს თხოვნით, გაცნობდნენ და გამოეთქვათ საბოლოო მოსაზრებები, ტექსტის აკადემიური საბჭოსთვის გადაგზავნამდე. ბატონ გიორგის არ გამოუთქვამს შენიშვნები და კომენტარები, რის შემდგომაც კომისიამ ერთხმად მიიღო საბოლოო დოკუმენტი და მიეცა მსვლელობა.

თუმცა, როგორც ვხედავთ, ბატონი გიორგი ახლა აცხადებს, რომ მას დასკვნის საბოლოო, შედარებით შერბილებული ვერსიისთვის ხელი არ მოუწერია და, როგორც ჩანს, უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება სურდა.

ამასთან აღვნიშნავთ, რომ 1 ხმა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა, შესაბამისად, აბსურდულია ბრალდება კომისიის მიერ ხელმოწერის შესაძლო გაყალბების შესახებ.

როგორც ცნობილია, ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებულია მოკვლევა. ამისათვის თუ საჭირო გახდა მეტი თვალსაჩინოებისთვის, როგორც ჩვენთან, ისე თსუ-ის სერვერზე ინახება კომისიის მუშაობის მანძილზე წარმოებული მიმოწერის სრული ვერსია. იმედს ვიქონიებთ, უმოკლეს ვადებში გაირკვევა საქმის ვითარება.“-აღნიშნულია წერილში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურს დაავალა შეისწავლოს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი მახარობლიშვილის წერილი.

მედიასაშუალებებში გავრცელდა კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადება, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მძლავრი რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე- აშშ-ს სახელფიწო დეპარტამენტის ანგარიში
აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო, პროვოკაციული მოქმედებები და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
ორჭოსანთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
"საუდის არაბეთის ტახტის მემკვირდემ დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკვლისთვის დაქირავებული რაზმი კანადაში გაგზავნა"- BBC
რამდენიმე ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა - დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან"?
12 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს რეგიონებში შეიჭრა, ჩვენი ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია"- აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომზე
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
"როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?" - ბაჩალიაშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42