"გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.. მთელი ცხოვრება ხელით ვერ ვათრევ" - მიხეილ სააკაშვილი
09:26, 03 Aug, 2020     1851
გაერთიანებული ოპოზიციიდან „ძალა ერთობაშია“ გიორგი ვაშაძის გასვლას „ბნელ მხარეს დგომად“ აფასებს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის თამაშია, რომ ოპოზიცია დაშალოს.

„მე ყოველთვის ძაან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, და ყოველთვის იმედებს ვამყარებდი მასზე. ყოველთვის მინდოდა მიმეცა მისთვის შანსი, თუმცა, ზოგი ამართლებს ამ შანსებს, ზოგი არა. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი სასარგებლო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. მე არაფერი პირადი წყენები არ მაქვს ხოლმე. როდესაც პოროშენკომ პრაქტიკულად კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე იყო მისული მასთან, როგორც საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი, მაგრამ მე ეს არ მწყენია და არაფერი გამხსენებია, რაც იყო, იყო. ახლა რაც ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის თამაში, როგორმე დაგვშალოს. ივანიშვილმა ეს თამაში გაათამაშა 2016 წელს, სცადა 2018-ში და ცდილობს ახლა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, გიორგი ვაშაძე მართულია ბიძინა ივანიშვილის მიერ თუ უნებურად ასრულებს მის დავალებას, მიხეილ სააკაშვილი ასე პასუხობს: "არ ვიცი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის არის ბნელ მხარეს. მე არ ვიცი ჩხარტიშვილმა გადაიყვანა თუ ვინ... იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, სხვადასხვა ჯგუფები და ა.შ. ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთზე ვლაპარაკობთ იმის მაგივრად რომ ივანიშვილზე ვკონცენტრირდეთ, ეს რა თქმა უნდა ივანიშვილის თამაშია...

არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი. არ არის ისეთი ფიგურა ვაშაძე, რომ მე ბევრი დრო დავხარჯო, არის ერთმ ხარეს ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი რომელთან ერთადაც ვარ მე. ვისაც უნდა ივანიშვილის მარიონეტობა და ვისაც უნდა, რომ ივანიშვილის თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს ვერც ეგ და ვერც ვერავინ, იმიტომ რომ მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული და მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხლხთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" არის ის ჯგუფი და ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. საერთოდ ეჭვიც არ მეპარება ამაში და "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42