"მთავრობის წევრები და სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას" – "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში
11:37, 03 Aug, 2020     266

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

"2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, საპარლამენტო საქმიანობა კი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური დაპირისპირებების მიზეზით ცვლილებები საპარლამენტო შემადგენლობამაც განიცადა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, რამაც რეგლამენტის შესაბამისად უმცირესობის დაშლა გამოიწვია. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციამ საშემოდგომო სესიის ფარგლებში აქტიურად გამოიყენა ბოიკოტის მექანიზმი. ყველაფერმა ამან, გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციორებასა და საქმიანობის განხორციელებაზე.

საანგარიშო პერიოდში შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:

საკანონმდებლო პროცესი

გაზრდილია კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების მაჩვენებელი, 2019 წელს, 388 კანონპროექტზე (111 საკანონმდებლო ინიციატივა) 252-ჯერ გაგრძელდა განხილვის ვადა;

საანგარიშო პერიოდში, კომიტეტების საქმიანობის ანგარიშების წარდგენა, დაგვიანებით განხორციელდა, კერძოდ, 2019 წელს 15-დან 7-მა კომიტეტმა, თვეების დაგვიანებით წარუდგინა პარლამენტს წინა წლის საქმიანობის ანგარიში;

გენდერული თანასწორობის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები გენდერულ ჭრილში არ განუხილავს, საბჭოს დღემდე არ ჰყავს თავმჯდომარე;

პარლამენტს კანონპროექტის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია არ მიუღია, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევასწარმოადგენს;

არ არის შექმნილი საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო, შესაბამისად საბჭოსადმი ოფისის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა არ ხდება.

საპარლამენტო კონტროლი

მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ. მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს, (925 დასმული კითხვიდან 139 კითხვას პასუხი არ გაეცა);

ინტერპელაციის შეზღუდული პერიოდულობა შეიცავს რისკებს, რომ დასმულმა საკითხმა ინტერპელაციამდე აქტუალობა დაკარგოს და ასევე შეკითხვების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მცირდება პროცედურისთვის გამოყოფილი დრო, შედეგად, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, შესაძლოა, საფუძვლიანად ვერ მოხერხდეს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურის მნიშვნელოვანი გამარტივების მიუხედავად, საგამოძიებო კომისია არცერთხელ არ შექმნილა - დარეგისტრირდა კომისიის შექმნის 4 მოთხოვნა, თუმცა, არცერთი ინიციატივისთვის პლენარულ სხდომაზე კენჭი არ უყრიათ;

პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.

პარლამენტის წევრთა ანგარიშვალდებულება და ვალდებულებების შესრულება

ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად,დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოსშემადგენლობა, რაც ეთიკის კოდექსის მნიშვნელობას და აღსრულებას საფრთხეს უქმნის;

კვლავ პრობლემას წარმოადგენს, საპარლამენტო კომიტეტებიდან და მაჟორიტარი პარლამენტის წევრთა ბიუროებიდან ზუსტი და დროული ინფორმაციის მიღება“, – ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42