"როდესაც "ბრეზპრიდელი“ მართავს ქვეყნას, შედეგიც ასეთი დგება... "ოცნების“ მმართველობა მთავრდება" - მიხეილ სააკაშვილი
12:18, 03 Aug, 2020     697
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება და საქართველო სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებს წინსვლას, განვითარებას.


მისივე შეფასებით, ის რაც დღეს ქვეყანაში, კრიმინალის მხრივ ხდება, რუსეთის ინტერესებში შედის.

„ის, რაც დღეს საქართელოში ხდება, კრიმინალის კუთხით, კანონის და კანონიერების ჩამოშლაა. ამას ქვია „ბეზპრიდელი“. როდესაც „ბრეზპრიდელი“ მართავს ქვეყნას, შედეგიც ასეთი დგება. დღეს საქართველოში ძალადობაა წახალისებული, რადგან ამას, როგორც პოლიტიკური კონტროლის საშუალებას, ისე ხედავენ. რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება, ივანიშვილი და რუსეთი მით უკეთესად იგრძნობენ თავს. რუსეთის დაკვეთა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, სწორედ ქაოსია. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ და დავამთავროთ. არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის, „ქართული ოცნების“ მმართველობა მთავრდება. მთავრდება, რადგან ქვეყანა ჭაობშია ჩაფლული, განვითარება ვერ მოხდა და ამას საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს.

ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ დავიწყებთ ქვეყნის განვითარებას და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით წავალთ წინ"- ამბობს სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42