აშშ-ში, ნებრასკას შტატში, დები, რომლებსაც 50 წელი არ ენახათ ერთმანეთი, კორონავირუსმა კიდევ ერთხელ „გააერთიანა“. 53 წლის ბევ ბორო, რომელიც „DUNKLAU GARDENS“-ის მომვლეთა ცენტრში, ქალაქ ფრემონტში მუშაობს, განაცხადა, რომ იგი თავისი პაციენტების სიას აკვირდებოდა, რა დროსაც ამოიცნო 73 წლის დორის კრიპენის ვინაობა, რომელიც , სავარაუდოდ სწორედ მისი და უნდა ყოფილიყო, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ეძებდა.
კრიპენი ნებრასკას სამედიცინო დაწესებულებაში 1 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა, სადაც იგი კორონავირუს ებრძოდა-ქალი პანდემიის განმავლობაში დაუძლურდა და ეგონა, რომ უბრალო გრიპი ჰქონდა. მისი სხეული იმდენად გამოიფიტა, რომ დაეცა და ხელიც მოიტეხა. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. სარეაბილიტაციო ცენტრში აღმოჩნდა, რომ მისი და მუშაობდა. ბოროს თქმით მან პაციენტების სიაში კრიპენის აღმოჩენის შემდეგ, უმალვე მიხვდა, რომ ეს სწორედ მისი და იყო.
დებმა ერთმანეთთან კომუნიკაციის შემდეგ დაადასტურეს, რომ ისინი საერთო მამის, ვენდალ ჰაფმანის შვილები იყვნენ. კრიპენი და ბორო, რომლებიც სხვადასხვა დედის შვილები იყვნენ, ერთმანეთისგან განცალკევებით იზრდებოდნენ. კრიპენი აცხადებს, რომ ლოცავს კორონავირუსს, რომელმაც მას და აპოვნინა.
’’მე უბედნიერესი ვარ მსოფლიოში, ვერ ვიჯერებ ჩემი და ვიპოვე.“- განაცხადა კრიპენმა.
მასალის გამოყენების პირობები