რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელები და ნახა თუ არა დედამ შვილის ცხედარი? (ვიდეო)
13:08, 03 Aug, 2020     2584

საინფორმაცო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მაშინ, როცა თამარ ბაჩალიაშვილი მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს, ფეხსაცმელები არ ეცვა. [ვიდეო/video]

ის, რომ გარდაცვლილს ფეხსაცმელები არ ეცვა, ჩანს მისი ცხედრის ავტომობილიდან გადმოსვენების ამსახველ ვიდეო კადრებშიც.

ინფო რუსთავს აღნიშნული ფაქტი ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმაც დაუდასტურა.

ჩვენს კითხვას, ამოიღო თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელები გამოძიებამ მიხეილ რამიშვილიი პასუხობს:

“თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები“, – განუცხადა “ინფო რუსთავს” მიხეილ რამიშვილმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, ჯერ-ჯერობით უჭირს რაიმეს თქმა ან ვერსებზე საუბარი, თუ რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს.

ფეხსაცმელებთან დაკავშირებით კითხვა 23 წლის გარდაცვლილი გოგოს დედასაც დავუსვით და აღმოჩნდა, რომ მან ამის შესახებ “ინფო რუსთავისგან” შეიტყო.

თეონა თამაზაშვილის თქმით, მისი ემოციური ფონის გამო მას არც ცხედარი და არც შემთხვევის ადგილზე ცხედრისთვის გადაღებული ფოტოები არ უნახავს. მისივე თქმით, შვილის ცხედარი მამამ ნახა, თუმცა შოკურ მდგომარეობაში იყო და ვერ გაარჩია ვერაფერი და ცხედარიც ვერ ამოიცნო.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"გაიტყუა სახლიდან, სახის დასახიჩრება უნდოდა, შენ ლამაზი ხარ სხვამ არ უნდა გიყუროსო...ცოლი მოკლა და მისივე ფულით ადგილიდან მიიმალა" - ქმრის მიერ მოკლული გოგოს და (ვიდეო)
ჭიათურაში სასულიერო პირი ტრენაჟორებზე ვარჯიშისას დაიღუპა
მკვლელობა კასპში - მამაკაცმა საკუთარ სახლში ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა
მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არასდროს გიღალატებენ
20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გლდანულის პარკში გაოფენილი “ოცნების“ დროშების გამო ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათზე ძალადობა! - „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
პარტია "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებში ნომერი 13 -ით მიიღებს მონაწილეობას
თბილისის საკრებულოს წევრს ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42