მოსყიდვის, ნარკოტიკის ჩადების, ზეწოლის სავარაუდო შემთხვევები - ISFED-ის ხმაურიანი ანგარიში
პოლიტიკა - 12:24, 04 Aug, 2020     1813

"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში - არასამთავრობო ორგანიზაციამ ამომრჩევლის მოსყიდვის 8 შემთხვევა გამოავლინა. მათ შორისაა ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით, რომელიც ოფიციალურად დასახელდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატად ხსენებულ ოლქში.

ანგარიშის მიხედვით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები, ასევე, გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების ლელო და ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაშიც, რომელთაც სოციალური დახმარების აქციები ჰქონდათ. კერძოდ: ლელო სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს დაეხმარა, ხოლო - ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა.

ანაგარიშში მოხვდა მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო მცდელობი, ასევე სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე და პოლიტიკური ნიშნით ერთ-ერთი ოჯახისთვის დახმარების არ გაცემაზე არის საუბარი.

"ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.

მარნეულში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი აქტიური წევრის ოჯახში, მარნეულის პოლიციის მიერ ჩაატარებული ჩხრეკისას, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ იყო ნარკოტიკის ჩადების მცდელობა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა გაავრცელა. აგრეთვე, ოპოზიციური პარტია ლელო საქართველოსთვის წარმომადგენლები, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებთან აღნიშნავენ მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, რის გამოც უჭირთ პოლიტიკური აქტივობა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.

კასპში, სამოქალაქო აქტივისტზე განხორციელდა ზეწოლა, "ჰაიდერბეგცემენტის" წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიისას, ეს მმართველ პარტიაზე უარყოფითად აისახებოდა.

სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში. მათ შორის, აღსანიშნავია, 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება ქართული ოცნების ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ქართული ოცნების სასარგებლოდ.

ხაშურში, ერთ-ერთი ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დახმარებაზე უარს პოლიტიკურ ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირებს, რადგან ოჯახი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ არის. ასევე, ხელვაჩაურში, მერის წარმომადგენელმა სოფელ ერგეში, ხანდაზმულ მოქალაქეს, პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად „ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაამისამართა, რადგან ოჯახი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრება.

საგარეჯოში „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე განხორციელდა ზეწოლა მმართველი პარტიის მხრიდან, კერძოდ, მიანიშნეს, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, 'მშვიდად იყოს და ბევრი არ იაქტიუროს' “, - წერია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოეის“, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, რომ არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად, ასევე ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში.

ასევე, სამართლიანი არჩევნები რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42