ვინ არის ბაჩანა და რა კავშირი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან - ბურუსით მოცული საქმის იდუმალი ფიგურანტი
საზოგადოება - 23:56, 04 Aug, 2020     11739
ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - ვინმე ბაჩანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩნდება, გარდაცვლილის დედისთვის ეჭვებს აჩენს. თეონა თამაზაშვილი, „ღამის მთავარში“ ამბობს, რომ ამ პიროვნებამ - ბაჩანამ, ოჯახის მოთხოვნა - გამოძიებაში FBI-ს ჩართვაზე, გააპროტესტა.

გარდა ამისა, როგორც თამაზაშვილი ამბობს, ვინმე ბაჩო აშშ-ს საელჩოსთან აქციის გამართვის წინააღმდეგიც იყო.

დედა, თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ მათ ოჯახში ბაჩანა პირველად თამარ ბაჩალიაშვლის გასვენების დღეს, მისმა ნათესავმა მიიყვანა. ამის შემდეგ კი კონტაქტი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ინტერნეტის საშუალებით ჰქონდა.

“წუხელ საღამოს, რომ უკვე გადავწყვიტე საელჩოსთან შეხვედრა, მომწერა რას შვები, როგორა ხარ, რას აპირებო. რომ ვახსენე ამერიკის საელჩოსთან უნდ გავმართო აქცია, FBI-ი რათ გინდა, რას გაარკვევსო...მე ვუთხარი მოგზავნილი ხო არა ხარმეთქი, აქეთ მწერს, იქნებ შენ ხარ მოგზავნილიო...მე მგონი შემოგზავნილი და შემოგდებული ვიღაცაა​" ამბობს თეონა თამაზაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ წაშალა სოციალური ქსელიდან თამაზაშვილმა ვინმე ბაჩანა.

ბაჩალიაშვილის დედა ასევე ყვება, რომ გასვენების შემდეგ ბაჩანამ "მესენჯერის" საშუალებით შვილმკვდარ დედას თამართან ერთად, 19 ივნისს გადაღებული ფოტოები გაუგზავნა და მიწერა, რომ მათ, თამარის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42