FBI-ს ჩართვა კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ მაწყობს - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში მივიდა
11:58, 05 Aug, 2020     307

ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახი შსს-ში მივიდა - თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ

საქმეში FBI-ს ჩართვა კონსულტაციების დონეზე მათ არ აწყობთ.

შეხვედრის წინ თეონა თამაზაშვილმა თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ფედერალურმა ბიურომ მისი დაკარგვის დღიდან უნდა დაიწყოს.

„ჩემი კითხვები იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩართავდნენ FBI-ს საქმეში და ამის გამო მოვედი. გააჩნია, FBI-ს რა დონეზე ჩართავენ იმიტომ, რომ კონსულტაციების დონეზე მათი ჩართვა ნამდვილად არ მაწყობს. დაწყებული დაკარგვის დღიდან, დამთავრებული დღემდე FBI უნდა იყოს ჩართული.

ყველაფერი უნდა გამოიძიოს ფედერალურმა ბიურომ - რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს 5 დღის მანძილზე, რატომ გასუფთავდა კომპიუტერი და ანალოგიურად, მანქანაც როცა გაიხსნება, შემდეგ გავიგებთ. ველოდებით ფედერალური ბიუროს ჩამოსვლას და ისე გაიხსნება.

მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული, რადგან ამდენი ხარვეზია გამოძიებაში. არც ერთ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გაუციათ. ვნახოთ, რამდენ კითხვაზე გამცემენ პასუხს.

პირველი მოთხოვნა იქნება, დრონის კადრები მანახონ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
რადიკალი დაჯგუფების "ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირება სცადეს
"გახარია რომ წავა, მერე დადექითო, თურმე, არ შეიძლება, გახარიამ დაგვინახოს" - ბაგრატის ტაძრის ეზო მოწყალების მთხოვნელებს იძულებით დაატოვებინეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42