კალაძის ბოდიში თბილისელებს: "ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჭავჭავაძეზე საცობში მოუწია დგომა, მეც იგივე ხასიათზე დავდგებოდი"
12:27, 05 Aug, 2020     1172

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოდიშს იხდის: "მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, რომელიც შაბათს ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და გარკვეული დროით მოუწია საცობში დგომა"- ამბობს კალაძე.

მისი თქმით, მძღოლების ადამიანურად ესმის:

„ადამიანურად ძალიან მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, ვმართავ ავტომობილს და ქალაქში ყოველდღიურად გადავაადგილდები ქალაქში, თქვენს ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა.ჯერ კიდევ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და გუნდმა მერობის კანდიდატობა შემომთავაზა, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ვითხოვე რამდენიმე დღე, რადგან კარგად მესმის, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა. შეიძლება ვინმესთვის დედაქალაქის მერობის სტატუსი იყოს მიზიდველი და პრივილეგია, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურებაა თბილისისა და თბილისელების წინაშე.

მივიღე გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა ავიღე. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივხვდით, რომ არ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გზას დააგებდნენ და ორმოებს ამოავსებდნენ. ჩვენ ვთქვით, რომ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში რეფორმებს გაატარებდნენ, რომლიც შეიძლება მტკივნეული და არაპოპულარული, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს თაობებისთვის", - ამბობს კალაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
რადიკალი დაჯგუფების "ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირება სცადეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42