ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოვითხოვთ, რომ ვიცოდეთ, როდის მიმართავენ FBI-ს - მიხეილ რამიშვილი
12:55, 05 Aug, 2020     378

ახალგაზრდა პრორამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

როგორც ადვოკატ აცხადებს, გამოძიებაში FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებით შსს-ს მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვა საკმარისი არ არის, რადგან შესაბამისი მოთხოვნით ფედერალურ ბიუროს გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს.

"ამათი (შსს-ს) მხრიდან მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად იქნება იმ ფორმით, როგორი ფორმითაც გვინდა. ამაში უნდა ჩაერთოს პროკურატურა და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. დღეს შევხვდებით შსს-ს ხელმძღვანელობას, მაგრამ მთავარი იქნება ამის შემდეგ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ ირაკლი შოთაძესთან გვექნება შეხვედრის მოთხოვნა, რომ ზუსტად ვიცოდეთ დრო, საათი და უკვე ის პერიოდი, როდესაც იქნება მათი მხრიდან მოთხოვნა ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების ჩამოსვლაზე. ესენი საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, გამოძიების ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, რომ ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩამოსვლამდე, ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ გაიხსნას.

"დალუქულია ავტომობილი და გავარკვევთ, ექსპერტები FBI-დან როდის შეძლებენ ჩამოსვლას, რა პერიოდი დასჭირდება. გამოძიების ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება ძალიან დიდი პროტესტი ოჯახის მხრიდან, თუ მოხდება ავტომობილის FBI-ს ექსპერტების გარეშე გახსნა და ექსპერტიზის ჩატარება. არის ინფორმაციები, რომ არასრულყოფილად არის ყველაფერი", - განაცხადა რამიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42