შემაშფოთებელი ციფრები- კორონავირუსმა უკვე 700 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა 19 მილიონამდე დააინფიცირა
13:33, 05 Aug, 2020     488

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში ამ დრომდე უკონტროლოა- უკანასკნელ 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირების 57 540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1399 ფატალური აღმოჩნდა. საერთო ჯამში 4 771 080 ადამიანი დაავადდა,ხოლო 156 801 კი გარდაიცვალა. კოვიდ 19 მასშტაბურად 50-ივე შტატშია გავრცელებული, მხოლოდ კალიფორნიაში ნახევარ მილიონზემეტი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ნიუ-იორკში ყველაზე მეტი დაღუპულია- 32 725.

დაავადების გავრცელება აგრეთვე ძალზე მასტაბურია ბრაზილიაშიც, სადაც 2, 808 076 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 100 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრაზილიაში მილიონობით ჰიდროქსიქლოროქინი გაგზავნა. ევროპის კონტინეტზე ყველაზე მძიმე ვითარება დღეს რუსეთის ფედერაციაშია, სადაც 866 627 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 15 000-მა სიცოცხლე ფატალურად დაასრულა. ადგილობრივ მედიაში იუწყებიან, რომ ხელისუფლება გამიზნულად მალავს რეალურ სურათს- უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა რამდენჯერმე მაღალია იმასთან შედარებით, რასაც ოფიციალური მოსკოვი აცხადებს.

ზემოხსენებული ვირუსისგან სულ მსოფლიოში 18 722 550 ადამიანი დაავადდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა უკვე გასცდა 704 686-ს- ამ მონაცემებით იგი გაცილებით აღემატება ქათმისა და ღორის გრიპის, აგრეთვე ებოლას ვირუსის მასშტაბებს. დღეს არსებული ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები ზუსტ პასუხს ჯერ კიდევ ვერ ამბობენ სამკურნალო პრეპარატსა და ვაქცინასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42