მასშტაბური ტრაგედია ბეირუთში - მაშველები ნანგრევებში კიდევ 100 ადამიანს ეძებენ, რომელთა ბედიც უცნობია
21:39, 05 Aug, 2020     817
ლიბანის ხელისუფლების ცმობით, მაშველები ნანგრევებში კიდევ 100 კაცს ეძებენ, რომელთა ბედიც უცნობია და შესაბამისად არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ჯერჯერობით ტრაგედიის მონაცემები ასე გამოიყურება -100 დაღუპული, 4000 დაჭრილი, 300 000 უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი, 3-5 მილიარდ დოლარიანი ზარალი.

ლიბანის დედაქალაქი, რომელიც 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების გამო "უბედურების ზონად" გამოცხადდა, დღეს ნაომარ ქალაქს ჰგავს. ქალაქში 2 კვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული, ბეირუთს "უბედურების ზონის სტატუსი" მიენიჭა და ქალაქში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ქალაქის პორტთან ახლოს მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე შენობები თითქმის მთლიანად დაინგრა, ხოლო ტალღამ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ნაგებობებსაც მიაყენა ზიანი. ქალაქის საავადმყოფოები მთლიანად გადავსებულია, ხოლო პორტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ შესძლებს ფუნქციონირებას.

აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქდა ნავსადგურის საწყობებში არსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ასაფეთქებელი სამუშაოებისთვის გამოიყენება.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
რადიკალი დაჯგუფების "ქართული მარშის" წევრებმა „ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირება სცადეს
"გახარია რომ წავა, მერე დადექითო, თურმე, არ შეიძლება, გახარიამ დაგვინახოს" - ბაგრატის ტაძრის ეზო მოწყალების მთხოვნელებს იძულებით დაატოვებინეს
ოქტომბრის პირველი კვირისთვის შეკვეთილია ვაქცინის 135 ათასი დოზა - ამირან გამყრელიძე
სისხლის აღება მესტიაში - ნიუპოსტმა ბეჩოში მომხდარი თავდასხმის დეტალები გაარკვია
"არ ვართ ის ხალხი, ვინც შევხტებით სკამებზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ" - გია ვოლსკი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42