თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა
10:12, 06 Aug, 2020     542

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ.

ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა, თუმცა მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისის მხარდაჭერით, ემიგრაციის დარბაზი 2015 წელს გაიხსნა. ემიგრაციის დარბაზში წარმოდგენილია ათობით ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის, ლევილის არქივი, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ორბელიანების, ზალდასტანიშვილების და სხვა ცნობილ ემიგრანტთა არქივები. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. ახლა კი, ემიგრაციის დარბაზში დაცული ფონდები ემიგრაციის მუზეუმში განთავსდება.

„დღიდან დაარსებისა, თიბისი მუდამ იყო ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც ხელს ვუწყობთ ჩვენი ეროვნული საგანძურის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საქმეების სიას ემიგრაციის მუზეუმიც შეემატა,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42