ახალგაზრდა ქართველი ექიმი თანამედროვე ევროპული განათლებით
საზოგადოება - 13:39, 06 Aug, 2020     6707
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება ჯანმრთელი თვალების მოვლა და მხედველობის შენარჩუნება. სტრესი, არასწორი კვება, სპეციფიკური სამუშაო პირობები,დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები, ხშირად ხდება თვალის სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი. ინტერნეტი და კომპიუტერი 21-ე საუკუნის ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.პანდემიამ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახადა.


ამავდროულად, იხვეწება მკურნალობის მეთოდები და თვალის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკის ტექნოლოგიები.

საქართველოში თვალის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ექიმები, დეპარტამენტის ახალგაზრდა ხელმძღვანელის ოფთალმოქირურგ ანა დვალიშვილის ხელმძღვანელობით

"ნიუპოსტი" ესაუბრა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელს ანა დვალიშვილს, მან ჩვენი ყურადღება სწორედ ახალგაზრდა ასაკითა და შთამბეჭდავი სამედიცინო განათლებით მიიპყრო.

მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა პარიზის გლაუკომის ინსტიტუტში,ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში,თურქეთის თვალის აკადემიაში.რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა ორდინატურის კურსს ქალაქ მინსკის რეგიონულ საავადმყოფოში.

ატარებს ყველა სირთულის ოპერაციას,მათ შორის რქოვანას გადანერგვას ულტრათანამედროვე აპარატურით .

- მოდით, თქვენი ისტორიის თხრობა ბავშვობით დავიწყოთ.

- სენაკში დავიბადე და სკოლა სენაკში დავამთავრე,სადაც ბებია და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ. დედა ექიმია ამიტომ ბავშვობიდან მქონდა შეხება პაციენტებთან , მაგრამ ოფთალმოლოგობაზე თავიდან არ მიფიქრია,ეს ყველაფერი ეტაპობრივად უკვე სტუდენტობის ბოლო წლებში მოხდა. სამედიცინოს სტუდენტისათვის, შემდგომი პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული საკითხია და ხშირად ძნელია გადაწყვეტილების მიღება, მე გამიმართლა, ყოველდღიურად უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი პროფესია , რაც ნაწილობრივ ალბათ ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა.

2009 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2015 წელს სწავლის დასრულების შემდეგ მინსკში, რეზიდენტურაში, კონკრეტულად ოფთალმოლოგიის მიმართულებით დავიწყე სწავლა. მინსკის ოფთალმოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში ორ წელიწადზე მეტი გავატარე. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე.გავიცანი და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვე ბელორუსის მთავარმა ოფთალმოლოგმა, ტატიანა იმშინეცკაიამ, რომელიც შემიძლია ჩავთვალო ჩემთვის მაგალითის მომცემად. სწორედ მან გამიწია დიდი დახმარება ოფთალმოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში, ჩვენ დღესაც ვინარჩუნებთ ახლო ურთიერთობას, სწორედ ის არის ჩემი სამეცნიერო სადისერტაციო ნაშრომის თანახელმძღვანელი. შემდეგ იყო თურქეთის თვალის აკადემია, პარიზის გლაუკომის უნივერსიტეტი და ვენის ჰანუშ კრაკენჰაუსის კლინიკა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებით.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი ძირითადი მომწოდებელია. ასეთ ახალგაზრდა ასაკში , როგორ მოხვდით ესოდენ საპასუხისმგებლო მიმართულების ხელმძღვანელად?

ჩემი შეხვედრა ბატონ გოჩა ინგოროყვასთან გამორჩეულად მახსოვს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე რომ მინდოდა მოღვაწეობა ჩემს ქვეყანაში გამეგრძელებინა.შეხვედრამდე რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. ის არის ადამიანი, რომელსაც სამედიცინო სფეროში ყველა იცნობს და პატივს სცემს.ადამიანი რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა და შეაქვს ქართული თანამდეროვე მედიცინის განვითარებაში. როდესაც შეხვედრაზე მივდიოდი, ვერ წარმოვიდგენდი თუ წინ ეს შემოთავაზება მელოდა.ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ის ფაქტი იყო, რომ ოფთალმოლოგიაში ყველა ახალი დიაგნოსტიკურ და მკურნალობის მეთოდებში ბატონი გოჩა დეტალურად ერკვეოდა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კლინიკაში ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ფორმირება სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ამიტომაც კლინიკის ადმინისტრაციის სრული ჩართულობითა და თანადგომით , ვნერგავ იმ გამოცდილებასა და მიდგომებს, რაც ევროპის საუკეთესო კლინიკებში მაქვს მიღებული.

– რა დაგეხმარათ თქვენს კარიერულ კიბეზე გზის გაკვლევაში?

– ალბათ მიზნის ქონა და შრომისმოყვარეობა. ვიცოდი რომ ქართულ განათლებასთან ერთად აუცილებელი იყო მენახა თუ როგორ ვითარდებოდა სხვა ქვეყნებში ოფთალმოლოგია. აქ ძალიან დამეხმარა სასწავლო გრანტები.ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის გლაუკომის ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის კატარაქტალური და რეფრაქციული ქირურგიის სასწავლო გრანტი, ევროპის ბადურის ასოციაციის სასწავლო გრანტი, თურქეთის თვალის აკადემიის სასწავლო გრანტი.რამაც საშუალება მომცა რეზიდენტურის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გამეგრძელებინა მოღვაწეობა.

– პაციენტის მხრიდან, თუ ყოფილა ოდესმე უნდობლობა თქვენი ასაკის გამო?

– ძალიან საინტერესო რამ დავაფიქსირე, რაც ჩემი სტუდენტობის დროს არ შემიმჩნევია. მოსახლეობაში ძალიან არის გაზრდილი ნდობა ახალგაზრდა ექიმების მიმართ. ძალიან ხშირად თვითონ პაციენტები აღნიშნავენ, რომ ურჩევნიათ ახალგაზრდა, ევროპული გამოცდილების ექიმთან მკურნალობა. თუმცა , როდესაც საქმე ქირურგიას ეხება ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ - თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია? ამას ყოველთვის გაგებით ვეკიდები.

სამედიცინო სფერო მუდმივად განიცდის განვითარებას.

სამედიცინო სფეროში არის მიმართულებები, რომლებიც შედარებით ახალია და ახლა ვითარდება. ამიტომ, ასეთ მიმართულებებში, ახალგაზრდა თაობა აქტიურადაა ჩართული.

- რა პრობლემები აწუხებთ თქვენს პაციენტებს, ყველაზე ხშირად?

– ყველაზე ხშირია მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება ,რაც უმეტესად ბროლში ასაკობრივი ცვლილებებით არის გამოწვეული. ხშირად გვხვდება პაციენტები გლაუკომის დიაგნოზით, სამწუხაროდ ხშირია პაციენტები გლაუკომის უკვე ბოლო სტადიით,რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება მკურნალობას.ამიტომ აუცილებელია პაციენტებმა განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც გაიარონ ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ქრონიკული დაავადებებიდან აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტები, რომლებიც ხშირად კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებენ. აღსანიშნავია რომ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებობს მჭიდრო კონტაქტი ნეფროლოგიის,ნევროლოგიის,ენდოკრინოლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებებს შორის.

– რა მიმართულებების განვითარებაზე მუშაობთ ამ ეტაპზე?

– აქტიურად ვმუშაობთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების თვალისმხრივი დაზიანებების პრევენციის ღონისძიებებზე. ჩვენს კლინიკაში დიალიზზე მყოფ 300 ზე მეტი პაციენტი ყოველთვიურ სრულ ოფთალმმოლოგიურ გამოკვლებს გადის,რათა მოხდეს თირკმლის რეტინოპათიისათვის დამახასიათებელი ცვლილებების ადრეული გამოვლენა და მართვა. ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში უმეტესად ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს თვალის დაზიანება და პაციენტი ექიმს როდესაც მიმართავს უკვე თითქმის შეუძლებელია სრული მხედველობის აღდგენა.

ასევე მინდა შევეხო გლაუკომასაც, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გლაუკომას ყველაზე გავრცელებულ ფორმას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობა, ეს ნიშნავს რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გლაუკომა მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს.ჩვენ გვყოლია პაციენტები მაღალი ცენტრალური მხედველობითა და შორსწასული გლაუკომის დიაგნიზით. სამწუხაროა რომ გლაუკომისას დაზიანებული ნერვული ბოჭკოების აღდგენა არ ხდება, ამიტომ ის პერიფერიული მხედველობა რომელიც დაიკარგა თითქმის შეუძლებელია აღდგეს. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებით ხდება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკის ინდივიდუალური შერჩევა თითოეულ პაციენტში.

– კონ­კრე­ტუ­ლად, რას მო­ი­ცავს თქვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა?

– ჩვენი ოფთალმოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ამერიკული, ევროპული და იაპონური აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად შევისწავლოთ და დავადგინოთ თვალის დაავადების გამომწვევი მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში ,უმაღლესი ევროპული სტანდარტით შევასრულოთ ოპერაციული მკურნალობა.

ცალკე მინდა აღვნიშნო , ჩვენი კლინიკის ახალი შენაძენი ოფთალმოქირურგიული საოპერაციო მიკროსკოპი, რომელიც ულტრათანამედროვეა და მსგავსი აღჭურვილობა ევროპის მრავალ კლინიკასაც კი სანატრელი აქვს.

– რა მიმართულების განვითარებას გეგმავთ სამომავლოდ?

– ჩვენს კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს თვალის დაავადებების როგორც თერაპიული ასევე ქირურგიული მკურნალობა. ჩართული ვართ გლაუკომის მკურნალობის თანამდეროვე მეთოდების შექმნასა და საქართველოში დანერგვაში. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ბელარუსიის ოფთალმოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრთან ,ასევე ჰარვარდის გლაუკომის ცენტრთან.

გლაუკომის ბოლო სტადიისა და მტკივნეული გლაუკომის დროს საკმაოდ აქტიურად იყენებენ ენუკეაციის ანუ თვალის ამოღების მეთოდს,რაც საკმაოდ რთულია პაციენტისათვის, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ვიზუალური კუთხით. ჩვენ ვცდილობთ მაქსმალურად შევუნარჩუნოთ პაციენტს თვალი როგორც ორგანო. ამისათვის აქტიურად ვიყენებთ ყველა სახის შუნტებს ,ასევე გლაუკომის ტრადიციულ ქირურგიას. მაქსიმალურად ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში მივმართოთ ნაკლებ ინვაზიურ მიდგომებს.

– რა სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოგ­მარ­თოთ თქვენ?

– თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ რომ ოფთალმოლოგიაში საკმაოდ ბევრი პათოლოგია საწყის ეტაპზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და პაციენტი მათ ამჩნევს მხოლოდ მაშინ ,როდესაც მხედველობა უკვე შეუქცევადად არის დაკარგული.

პაციენტები მაღალი არტერიული წნევით,შაქრიანი დიაბეტით , თირკმლის პათოლოგიებით აუცილებლად საჭიროებენ სისტემატურ ოფთალმოლოგიურ კონსულტაციას.

40 წლის ზევით წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება , გაორება, თვალების ტკივილი და მოჭერის შეგრძნება, ნათებები და შავი წერტილები თვალების წინ, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა - ეს ის სიმპტომებია რომლის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი

თქვენ და თქვენს მკითხველს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხედველობის სიმახვილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42