"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა, ნეტავ ჩემი ცოლი ხედავდეს ამას" - 96 წლის მამაკაცმა ბავშვობის ოცნება აისრულა და ფილოსოფიაში დიპლომი აიღო
14:58, 06 Aug, 2020     1792

იტალიელმა ჯუზეპო პატერნომ ბავშვობიდან მიზნად დაისახა, რომ უმაღლესი განათლება უნდა მიეღო, თუმცა მას ადრე ამაზე ოცნება თუ შეეძლო მხოლოდ, რადგან მშობლებს მისი სწავლის დაფინანსებისთვის საკმარისი თანხები არ გააჩნდა. გაჭირვება, ომი, ოჯახის მხარდაჭერა შეუძლებელს ხდიდა მისი სურვილის ასრულებას, თუმცა მან თავის მიზანს მაინც მიაღწია და იტალიის ყველა დროის ყველაზე ხანდაზმული უნივერსიტეტდამთავრებული გახდა 96 წლის ასაკში.

„მე მაინც ავისრულე ჩემი ოცნება“ - განაცხადა რკინიგზის ყოფილმა მუშამ და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა მედიასთან საუბრის დროს. მან პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა.

ჯუზეპე მამას ძალზე ახალგაზრდა ასაკში ეხმარებოდა, ისინი ერთად მუშაობდნენ ლუდის ქარხანაში. 1943 წლის ივლისში როდესაც მოკავშირეთა ჯარები სიცილიაში დაეშვნენ, პატერნო იტალიურ არმიაში ტელეგრაფის პოზიციაზე მსახურობდა.

“მე ომიდან უვნებლად დავბრუნდი და დავიწყე რკინიგზაში მუშაობა. ენთუზიაზმით არ ვუყურებდი ჩემს სამსახურს, მაგრამ მჭირდებოდა, რადგან დაქორწინებული ვიყავი და ჩემს ოჯახზე უნდა მეზრუნა. ამავე დროს ძალზე გადაჭარბებულადაც კი მინდოდა "ჩავშვებულიყავი" წიგნებში და მეკითხა, მესწავლა. 31 წლის ასაკში საღამოს კლასებს ვესწრებოდი- დღის განმავლობაში ვმუშაობდი, საღამოს სკოლაში ვესწრებოდი გაკვეთილებს, ხოლო ღამით კი ვსწავლობდი. მან სწორედ ამ ასაკში მოახერხა სკოლის ატესტატის აღება, თუმცა მას შემდეგ მისი ოცნება, უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით ისევ მიუწვდომელი რჩებოდა.

საბოლოოდ, მრავალი ათეული წლის შემდეგ, 93 წლის ასაკში მყოფი პატერნო ჩაირიცხა პალერმოს უნივერსიტეტში, ფილოსოფიის მიმართულებაზე. ჯუზეპე ამბობდა: „ ძველ საბეჭდ მანქანას გამოვიყენებ ჩემი ამოცანების შესასრულებლად. დღისით დავისვენებ, ხოლო საღამოს შუაღამემდე ვიმეცადინებ“. ჩემი მეზობლები ხშირად მეკითხებოდნენ, თუ რატომ ვიქმნიდი ძალით ამ პრობლემებს ჩემს ასაკში, თუმცა, ისინი ვერასოდეს გაიგებენ მნიშვნელობას ოცნების მიღწევისა, თუნდაც ჩემს ასაკში.

მაშინ როდესაც კოვიდ 19-ის პანდემია მომძლავრდა მთელ მსოფლიოში, მისი უნივერსიტეტის დამთავრება რისკის ქვეშ დადგა. მას შემდეგ, რაც სწავლება დისტანციურ პლატფორმაზე გადაერთო მას მოუწია ახალ ტექნოლოგიასთან სწავლებით ადაპტირება.

პატერნოს შვილი, ნინნი მედიასთან საუბარში აცხადებს: „როდესაც პანდემია გავრცელდა, ჩვენ ძალზე შეგვეშინდა მისი ჯანმრთელობის გამო. მამას ვუთხარი, რომ გამოცდები უნდა გადაგვედო და ლექციებზე დასწრებას შემოდგომიდან გააგრძელებდა, თუმცა ამაზე კატეგორიული უარი განმიცხადა. იგი ამბობდა, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით ეშინოდა, რომ ვერ მოასწრებდა ჩაბარებას ამავე წლის ზაფხულში. პატერნოს ოცნება რეალობად იქცა გასული კვირის პარასკევს, როდესაც მან თავისი სწავლა წარჩინებით დაასრულა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. „მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემი ცოლი აქ იყოს და ხედავდეს ამას. იგი 14 წლის წინ დაიღუპა.“- აღნიშნა პატერნომ





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42