"ამ ფულს ოცნების აქტივი მიიღებს"- გოცირიძე თვითდასაქმებულების დახმარებას "მოსყიდვად" აფასებს
16:23, 06 Aug, 2020     430

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე თვითდასაქმებულების დახმარება მოსახლეობის მოსყიდვად აფასებს.

გოცირიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, რომ თვითდასაქმებულებს დახმარება ბიუროკრატიული პროცესების გარეშე მიეღოთ, თუმცა ხელისუფლება ცდილობდა, დახმარების გაცემა წინასაარჩევნო პერიოდისთვის დაემთხვია.

"ხელისუფლება დასცინის ხალხს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოვუწოდებდით მათ, რომ შიმშილის ზღვარზე მისული ადამიანებისთვის ყოველგვარი საბუთების და ბიუროკრატიული​ წინააღმდეგობების გარეშე გაეწიათ დახმარება. ამ დროის განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 530 მილიონი ლარიდან გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი. მაგრამ ვამბობდით, რომ წინასაარჩევნოდ ექნებოდათ გადამალული ეს ფული და სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებენ საბუთების გარეშე ამ დახმარებების გაცემას. მაგრამ უდიდესი ნაწილი ამ დახმარებების მიმღებისა იქნებიან "ქართული ოცნების" აქტივი. ეს არის ხალხის მოსყიდვა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჭიათურაში სასულიერო პირი ტრენაჟორებზე ვარჯიშისას დაიღუპა
მკვლელობა კასპში - მამაკაცმა საკუთარ სახლში ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა
მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არასდროს გიღალატებენ
20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გლდანულის პარკში გაოფენილი “ოცნების“ დროშების გამო ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათზე ძალადობა! - „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
პარტია "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებში ნომერი 13 -ით მიიღებს მონაწილეობას
თბილისის საკრებულოს წევრს ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
56 - “ლელოს” პარტიული ნომერი მიენიჭა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42