ავსტრალიაში კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის ტესტებსა და ლაბორატორიებზე სწრაფ მეთოდს მიაკვლიეს
16:44, 06 Aug, 2020     855

ავსტრალიაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი "იარაღი" გამოჩნდება. ექსპერტების განცხადებით, „მყნოსავ ძაღლებს“ მყისიერად შეუძლიათ კოვიდ-19-ის აღმოჩენა. მათ შეეძლებათ დაუყოვნებლივი დიაგნოსტირება ინფიცირებული ადამიანებისა. აღნიშნული მეთოდით ავსტრალიაში ფიქრობენ, რომ ლაბორატორიებისა და ტესტების მიერ დაგვიანებულ და დროში გაჭიანურებულ პასუხებს ძაღლების ყნოსვის უნარით დაასწრებენ დაავადებული პაციენტის აღმოჩენისას.

იგეგმება, რომ მყნოსავი ძაღლების აქტიური გამოყენება მოხდეს გადატვირთულ, ხალმხრავალ ადგილებში, განსაკუთრებით აქტიურად მათ მიერ კოვიდ ინფექციებზე ძაღლების ჩართვა მონიტორინგში მოხდება მას შემდეგ, რაც აეროპორტებში საერთაშორისო ფრენები განახლდება. ადელაიდას უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს უამრავ სამთავრობო სააგენტოსთან, რათა ერთობლივად განახორციელონ ძაღლების სწავლების პროგრამა. აღნიშნული პროგრამით ოთხფეხა ცხოველებს მოამზადებენ რამდენიმე თვის განმავლობაში.

„საიხლე არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ძაღლებს ექსტრემალურად კარგი ყნოსვა აქვთ- ისეთი, რომ მათ მარტივად შეუძლიად სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირება“ - განუცხადა DAILYMAIL-ს ვეტერინარმა და დაავადების გამოვლენის უწყების თანამშრომელმა ანნე-ლისა ჩებერმა.

მსგავსი სახის პროგრამებით ძაღლების ჩართვა ძალზე წარმატებული გამოდგა ადამიანების დიაგნოსტირებისთვის ისეთ დაავადებათა ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებისთვის, როგორებიცაა პარკინსონი და კიბო. ფრანგი მეცნიერების თანახმად, მეძებარ-„მყნოსავი“ ძაღლებს შეუძლიათ თითქმის 100 %-იანი სიზუსტით გამოავლინონ დაავადებული ადამიანი. ცხოველებს აგრეთვე შეეძლებათ, დაადგინონ ის ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც არიან ასიმპტომურები, რომელთაც ვირუსის კონკრეტული გამოვლინებები არ უფიქსირდებათ. სწავლების პირველ ეტაპზე შეირჩა მხოლოდ გერმანული ნაგაზისა და და ლაბრადორის ჯიშის ძაღლები.

„ჩვენ თუ გაწვრთნილ ძაღლებს შევარჩევთ, რომელთაც შემდეგ უკვე სპეციფიურ „კოვიდ დაავადების“ გამოვლენის წვრთნაზე გადავიყვანთ, დაგვჭირდება 6-იდან 8 კვირამდე მათი კორონავირუსის დიაგნოსტირებაზე სპეციალიზებისთვის“ - განაცხადა ჩებერმა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42