არის თუ არა ნაწლავური ჩხირით გამოწვეული ეპიდაფეთქება ბათუმში? – "იაშვილში მოთავსებული 17 ბავშვიდან 4 უმძიმეს მდგომარეობაშია"
ჯანმრთელობა - 18:10, 06 Aug, 2020     3862
ბათუმიდან თბილიში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში რამდენიმე დღის წინ 17 ბავშვი გადმოიყვანეს. როგორც Facebook-მომხმარებელი პაატა შარაშენიძე წერს, მათ ნაწლავური ჩხირის დიაგნოზი დაუსვეს და 4 მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია:

"ბათუმში ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli”!

მეგობრებო, ამას ვწერ რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან, სადაც 17 მცირეწლოვანი წევს, საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია – გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალიზს ყოველდღიურად, მაღალ სიცხეებს ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად. ყველა ბავშივ ან ბათუმის მკვიდრია, ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში. ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli”, როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი, ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი, ეს არ ვიცით. ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და მართალია, იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საჩინელ ჩხირს, რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია, 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები ლ, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, ან დასასვენებლად იმყოფებიან, ან ჩავლენ, მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით, რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი, რა დავარქვა.

საწყისი სიმპტომებია:
მუცლის ღრუში ტკივილი, დიარეა და სიცხე.

ამ სიმპტომების დროს ნუ ენდობით ექიმს, რომელიც გეტყვით, რომ უბრალო გადასხმით განკურნავს ბავშვს, გთხოვთ, მაშინვე მიმართეთ იაშვილის კლინიკას, რადგან ყველა გასული დღე ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და ხელს უწყობს ვირუსული ჩხირის განვითარებას. მართალია, იაშვილის კლინიკამ უკვე 3 დღეა მიაწოდა ბათუმის ჯანდაცვას ინფორმაცია, მაგრამ სამწუხაროდ მათგან ჯერჯერობით რეაგირებას ვერ ვხედავთ მოქალაქეების ინფორმირების კუთხით, სწორედ ამიტომ გთხოვთ თქვენ დახმარებას მეგობრებო.
ყველას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ და გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია”.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42