პატიმარზე ზეწოლის მცდელობა - პენიტენციური სამსახური "მთავარის არხის" ინფორმაციას ეხმაურება
19:08, 06 Aug, 2020     566


სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს, სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ყოფილი პატიმრის ბრალდება, თითქოს ეს ყველაფერი წახალისებული იყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან და მუქარები ყოფილი პატიმრის მიმართ დღესაც გრძელდება.


ინფორმაციისთვის, ტელეკომპანიის რესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი ბრალდებული ლ.ტ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2020 წლის 14 თებერვალს მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ლ.ტ.-მ დატოვა საპატიმრო. ვინაიდან N8 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს შეხება ჰქონდა მხოლოდ მის თანამესაკნეებთან და არ ჰქონია კონფლიქტი არც თანამესაკნეებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. შესაბამისად, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა, არის სრული სიცრუე." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
COVID-19 - ირანის მთელი ტერიტორია საფრთხის წითელ დონედ გამოცხადდა
გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
არ უნდათ გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა - თეონა თამაზაშვილი
პარტია "რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს
რადიკალი დაჯგუფების "ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირება სცადეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42