ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.
"დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება ბავშვისა და მშობლის სრული მონაცემები, რათა თანხა კონკრეტულად იმ ოჯახში მივიდეს, სადაც ეს ბავშვი ცხოვრობს.
"მთავრობას ესაჭიროება სრული მონაცემები. კონკრეტულად, მშობლის ანგარიშის ნომერი, ასევე, თუ ვინ არის მეურვე ბავშვის, იმისთვის, რომ შევძლოთ და საჭირო თანხა ვხარჯოთ მიზნობრივად და ეს თანხა მივიდეს კონკრეტულად იმ ბავშვთან და მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი", - განმარტა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები