"მეც რომ თვითმკვლელობა ვცადო, რას ფიქრობენ ამდენი თავდასხმის შემდეგ?!“ – ბაჩანა ლობჟანიძე
საზოგადოება - 20:18, 06 Aug, 2020     1633

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჯანიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თამარის გარდაცვალების შემდეგ ის სიბნელეში ვეღარ დადის და შინ შესვლამდე შუქს ანთებინებს ოჯახის წევრებს.

"მეც რომ თვითმკვლელობა ვცადო, რას ფიქრობენ ამდენი თავდასხმის შემდეგ?!“, – ამბობს ლობჟანიძე

მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონას დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებები ემოციურ ფონს ცდება:

„უფრო მეტად უნდა დავფიქრებულიყავი, რას მივწერდი ქალბატონ თეონას. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მეტად უნდა მეფიქრა, როდესაც ვთქვი, რომ საქმეში ფედერალური ბიურო არ უნდა ჩართულიყო. ზოგადად, ეფბიაის და „ეფლის“ კონფლიფქტი აქვთ, თამარის ლეპტოპი სწორედ „ეფლისაა“ და ამიტომაც ვთქვი, ფედერალური ბიუროს ჩართულობით ვერაფერს გახდებით-თქო. ეს შეიძლება ჩემგან ერთგვარი მობოდიშებაც არის", - განაცხადა ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შესახებ შეიტყო, გლდანში, დეიდასთან იმყოფებოდა სტუმრად:

"მე დეიდასთან ვიყავი როდესაც თამარის გაუჩინარების ამბავი შევიტყვე. საღამოს 9 საათზე გავიგე ეს ამბავი და ჩემს ტირილზე გაეღვიძა ოჯახის წევრებს. თამარის გარდაცვალების შემდეგ, სიბნელეში ვეღარ დავდივარ. სახლში როცა მივდივარ შუქს ვანთებინებ, ისე შევდივარ.

ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, პირიქით. თამარის დედამ მკითხა ადვოკატზე, მოგზავნილი ხომ არ არისო და მე ვუთხარი, რომ არა მგონია, ის მოგზავნილი იყოს-თქო", - განაცხადა ლობჟანიძემ.

რაც შეეხება ბაჩალიაშვილის ანგარიშზე არსებულ თანხას, როგორც ლობჟანიძე აცხადებს ამ 75 000 ლარის შესახებ ინფორმაცია თავად თამარისგან ჰქონდა და ისინი ერთად გეგმავდნენ საერთო შემეცნებითი პროექტის განხორციელებას და ამ საქმეში საერთო თანხების ჩადებას.

"რამდენიმე სამსახურში მუშაობდა და ამ თანხის შეგროვებას შეძლებდა თამარი", - ამბობს ლობჟანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42