"მუდმივად თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, დედა, მამა გავალებთ, შური იძიოთ, უჩივლეთ..." - კიდევ ერთი სკანდალური საქმე, არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანაში ნინო ლეჟავას ადანაშაულებენ
საზოგადოება - 20:52, 06 Aug, 2020     8258
კიდევ ერთი სკანდალური საქმე - არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანაში ტაროლოგ ნინო ლეჟავას ადანაშაულებენ.

მოზარდის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პირადი პრობლემენის მოსაგვარებლად ნათელმხილველთან მისულ არასრულწლოვანს ნინო ლეჟავა აშანტაჟებდა, რის გამოც მოზარდმა წერილი დატოვა და გაუჩინარდა. 17 წლის გოგონა ოჯახმა მოძებნა და თვითმკვლელობას გადაარჩინა.
"ვარ ძალიან ცუდად, მუდმივად თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, დედა, მამა ჩემი ცხოვრების აზრი ხართ და გავალებთ, შური იძიოთ, უჩივლეთ და ციხეში ამოალპეთ" - წერდა გოგონა თავის წერილში..

ნინო, ლეჟავა, რომელზეც მოზარდის ოჯახის ადვოკატი საუბრობს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკითხაო ცენტრის ტაროს სახლის დმფუძნებელია. ადვოკარის ინფორმაციით, მოზარდს ტაროლოგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა, მისი ნდობა მოიპოვა, შემდეგ კი დაშანტაჟება სცადა, დაიწყო, რაც გოგონას თვითმკვლელობის მცდელობით საფუძველი გახდა.
"მან უთხრა, დავურეკავ შენს მშობლებს, ყველაფერს ვეტყვი და ასეთი სიტყვაც იხმარა, თმებს დაგაწიწკნიან" - ამბობს ადვოკატი რევაზ რიჟამაძე.
ადვოკატმა ტაროლოგ ნინო ლეჟავას მიმართ, სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანის მოტივით შსს-ს წერილი უკვე გაუგზავნა , თუმცა შსს-ს რეაგირება არ მოუხდენია.
"მე მივმართე შს მინისტრს 31 ივნისს, ასევე გუშინაც გავაგზავნე შეხსენების წერილი და ველი პასუხს" - აცხადებს ადვოკატი.

თავად ნინო ლეჟავა კი გოგონას ოჯახის ბრალდებას უარყოფს. იგი აცხადებს, რომ გოგონა მასთან კავშირზე ნამდვილად გავიდა და უამბო, რომ ერთ-ერთმ ანათელმხილველმა ის საეჭვო რიტუალებში ჩართო. მისი თქით, ამის შემდგომ იგი სოციალურ მუშაკებს დაუკავშირდა და საქმის შესწავლა სთხოვა.

"ეს ბავშვი დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. არსებობს სქრინები და ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ მან პირველი დამიკავშირდა...ქალბატონ მირანდასთან წელიწადნახევრის წინ საჩივარია შეტანილი, როგორც სამოქალაქო კუთხით, ასევე სისხლის სამართლის 151-ე მუხლით და ამასთან დაკავშირებით მე მელოდება სასამართლო პროცესი." - ამბობს ლეჟავა.
გოგონას საქმის შესწავლა სოციალურ მუშაკებს არ დაუწყიათ . ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ის სოციალური მუშაკი, რომელიც საკითხზე მუშაობდა შვებულებაშია. ვახტანგ გომელაურის უწყება კი ამ დრომდე დუმს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42