ფლორიდელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ქალი, რომელიც თავის ქმარს საყვედურობდა სწრაფი კვების რესტორანთან 40 $-ის ღირებულების საჭმელზე გაცემული შეკვეთის დაგვიანებასთან დაკავშირებით, რამაც საბოლოოდ გამოიწვია „BURGER KING“-ის თანამშრომლის მკვლელობა.
31 წლის ეშლი მეისონი დააკავეს ორენჯის ოლქის ციხეში, იგი გასამართლებულია პირველი ხარისხის მძიმე თავდასხმისთვის, რომელიც ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მკვლელობას. მედიის ინფორმაციით, მეისონმა თავის ქმარს, 37 წლის კელვის როდრიგესს გადასცა იარაღი, რომელმაც გამოიყენა 27 წლის დესმონდ არმონდ ჯოშუას მკვლელობისთვის.
“BURGER KING”-ის თანამშრომელმა, ჯოშოამ რომელსაც რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა სამსახური, ცხარედ იკამათა მეისონთან, რომელიც თავის გაბრაზებას იმის გამო ვერ მალავდა, რომ შეკვეთა იგვიანებდა. მეისონის 13 წლის ქალიშვილის განცხადებით, რომელიც ზემოაღნიშნულ კამათს შეესწრო, ჯოშოა უპატივმცემლობას გამოხატავდა მისი მშობლის მიმართ და კამათის დროს დედას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
დაპირისპირების მიმდინარეობისას, მეისონი ძალზე გაბრაზდა და დაემუქრა სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომელს, რომ მისი ქმარი მოვიდოდა და ჩაერეოდა განხილვაში. BURGER KING-ის მენეჯერმა მეისონს 40 $ დაუბრუნა და სთხოვა დაეტოვებინა ტერიტორია. მეისონმა პარკინგზე მყოფ ქმარს დაურეკა და უთხრა, რომ მის მიმართ თანამშრომლები უპატივცემლობას გამოხატავდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდრიგესი მოვიდა თავის ცოლთან და ჯოშოა ჩხუბში გამოიწვია.
სათვალთვალო კამერიდან ნათლად ჩანს, რომ ჯოშოა ტოვებს თავის მიმტანის ნივთებს რესტორანში და მიყვება როდრიგესს პარკინგზე, რათა უთანხმოება ჩხუბით გაარკვიონ. მეისონის მეუღლემ ჯოშოას ყელში წაუჭირა და მის დახრჩობას ცდილობდა, თუმცა რესტორნის ცვლის მენეჯერმა როდრიგესი და ჯოშოა ერთმანეთისგან გააშველა და დაპირისპირება ასე დროებით შეწყდა. ეჭვმიტანილმა თავის ცოლს უთხრა : „ იარაღი მომეცი“.
როდრიგესმა 27 წლის მამაკაცს გულმკერდში ესროლა, იგი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორივე ცოლ-ქმარი დააპატიმრეს, მკვლელი კი პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლეს.
მასალის გამოყენების პირობები