აქ და ახლა სასტუმრო "ესკიზი" თელავში თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა
11:01, 07 Aug, 2020     435

სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა. სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა - დღეს 57 ადგილიან სასტუმროში შეიძლება ნომრის დაჯავშნა გაგიჭირდეთ. სტუმრები ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ მოსწონთ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის საჭირო იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც აქ არის.

„რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამან გაამართლა, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა. პროექტში იმხელა ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ არ გვინდოდა ეს დაკარგულიყო. „ესკიზის“ კონცეფცია გასტრონავტს ეკუთვის, ხოლო დიზაინი ესმა ხეცურიანმა შექმნა, აქ ყველგან იგრძნობა მათი ხელწერა. ალბათ ამ კონცეფციამ და დიზაინმა განაპირობა მეტწილად ის მოწონება, რაც ჩვენმა სასტუმრომ მომხმარებლების მხრიდან დაიმსახურა,“ - აცხადებს „ესკიზის“ დამფუძნებელი ლევან თორაძე.

„ესკიზის“ კონცეფცია შექმნილია მე-19 საუკუნეში არსებულ სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით, „ესკიზი თელავის“ შემთხვევაში შთაგონება ღვინო, ლიტერატურა, არქიტექტურა და ბიბლიოთეკა იყო. სასტუმროს ნომრები გაფორმებულია ძველი კავკასიური ხელით ნაკეთი ტექსტილით - სუზანით, ხოლო ამ თემატიკაზე შექმნილი ირმა შარიქაძის ფოტო კოლექცია კი სასტუმროს კედლებს ამშვენებს.

„ესკიზის“ სტუმრებს აქ დახვდებათ: აუზი და სპა, ქართული მარანი და ვენახები, ორი რესტორანი, ტერასა და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი. შემოდგომაზე „ესკიზის“ მარანში, რომელიც 16 ათას ლიტრს ღვინოს იტევს, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინო დაიწურება. ამაჟამად „ესკიზში“ 70 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც მასპინძლობის ხელოვნებაში სპეციალური ტრენინგები გაირეს.

უახლოეს მომავალში, „ესკიზის“ ახალი კონცეპტუალური სასტუმროების ბრენდს კიდევ ორი სასტუმრო შეემატება თბილისსა და გუდაურს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42