უკვე ფართოდაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ჭარბი წონა კოვიდინფიცირებისთვის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ეპიდემიოლოგები და ექსპერტები შიშობენ, რომ როდესაც ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, მან შესაძლოა არ დაიცვას სიმსუქნით დაავადებული ადამიანები. წინა კვლევები ცხადჰყოფს, რომ აცრები გრიპებსა და B ჰეპატიტზე სიმსუქნით დაავადებული ადამიანების შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია, უფრო მარტივად მიდრეკილნი არიან ჭარბწონიანები დაავადების გართულებების მიმართ, რასაც სერიოზული გვერდითი მოვლენები ახლავს გარდაცვალებასთან ერთადაც კი.
ბიოქიმიისა და მოლეკულური გენეტიკის დარგში ალაბამას უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსის, ჩედ პეტის განცხადებით ვაქცინაზე საუბრისას იმაზე კი არაა საყურადღებო იმუშავებს თუ არა იგი ჭარბწონიანებთან, არამედ იმაზე თუ იქნება ის იმდენადვე ეფექტური, როგორც ჯანმრთელი წონის ადამიანების მიმართ. აშშ-ს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის თქმით, ამერიკის სრულწლოვანი მოსახლეობის 42.4 % ჭარბწონიანია, ხოლო ბავშვებში ეს მაჩვენებელი 18.5 %-ს შეადგენს.
სიმსუქნე რისკ ფაქტორია ისეთი მძიმე ქრონიკული დაავადებებისთვისაც, როგორიცაა დიაბეტი, ინსულტი, გულის შეტევა და სხვადასხვა სახის სიმსივნეები. ჭარბი წონა იმუნური სისტემის დათრგუნვას უწყობს ხელს, ანთებითი პროცესის გაძლიერებას, რაც ორგანიზმს აცლის იმის შესაძლებლობას რომ უცხო ვირუსული ნაწილაკების წინააღმდეგ იბრძოლოს. უამრავი შემთხვევაა როდესაც გრიპის წინააღმდეგ აცრილი ჭარბწონიანი ადამიანები რამდენჯერმე ხშირად ავადდებიან, ვიდრე სიმსუქნის პრობლემის არქმონეები.
მასალის გამოყენების პირობები