ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა დასრულდა. უწყებაში ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც იმყოფებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვა, რომ არ გაავრცელოს იმგვარი განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გაამყარებს.
"იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ აღარ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც საზოგადოებაში და ჩვენში იწვევს დიდ ეჭვებს, თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით მუშაობს. ამაზე მივეცით საბოლოო გაფრთხილება და რჩევა. პასუხად დაველოდები შედეგს. პასუხი ყოველთვის არის ''დიახ'', მაგრამ შედეგი არის საპირისპირო", - განაცხადა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები