რუსეთის გადამდგარი პრემიერმინისტრი, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ "ნაძირლების ქმედებებს უპასუხეს".
მისი თქმით, აგვისტოს ომი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ, კრიმინალურ ქმედებებზე პასუხი იყო და მან "რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო" გადაწყვეტილება მიიღო, როცა სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიყვანა.
"დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა საქართველოს მაშნდელი პრეზიდენტის დანაშუალებრივ ქმედებას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომელმაც გასცა ბრაძანება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდმეგ , დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ, რუსეთის მშვიდობის ყოფელების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფდნენ და იცავდნენ ქართული სოფლების მოსახლეობასაც.
ცხადია, საკითხი შეეხებოდა ომის წამოწყებას რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მე მივიღე რთული, თუმცა ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პირველ რიგში, დამეცვა ისინი აგრესიისგან და შემდგომში, მათივე მოქალაქეების მოთხოვნით მეღიარებიანა მათი დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა, რაც რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის არის მშვიდობის მცველი მეზობელ სახელმწიფოებში.
რუსეთი ყოველთვის დგას და იდგება, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეზობელ სახელმწიფოებში. ჩვენი ყოველი ქმედება და გადაწყვეტილება სრული გულწრფელობით, ამითაა ნაკარნახევი. ამასთან, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს მათ მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენი პასუხი, ვითარების გათავლისწინებით, ყოველთვის ადეკვატური იქნება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე დანარჩენ მსფოლიოში", - წერს დიმიტრი მედვედევი.
მასალის გამოყენების პირობები