მამაკაცს, რომელმაც მეგობარი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე გააუპტიურა და მოკლა 29 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
18:17, 08 Aug, 2020     4332
7 აგვისტოს, ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში, სასამართლომ, 20 წლის უესლი სტრიტს, რომელმაც მეგობარი გოგონა კილი ბანკერი საკუთარ დაბადების დღეზე ჯერ გააუპატიურა და მოკლა, 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2019 წლის სექტემბერში კილიმ საიუბილეო მე-20 დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობარ გოგონასთან ერთად, ქალაქ ბირმინგემში გამართულ რეპერის კონცერტზე წასვლა გადაწყვიტა. კონცერტის შემდეგ გოგონები ღამის კლუბში შევიდნენ, სადაც მათ კილის ბავშვობის მეგობარი უესლი შეხვდათ. 12 საათის შემდეგ მეგობრებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს. მიუხედავად მეგობრის შეთავაზებისა, კილიმ განაცხადა, რომ მას სახლში უესლი გააცილებდა.

იმ ღამით გოგონა სახლში არ მივიდა და ოჯახმა მასზე ძებნა გამოაცხადა. პოლიციამ კილის გვამი ვიგინტონის პარკში, ტბის ნაპირზე, ხის ტოტებქვეშ დამალული იპოვნა. მას შარვალი და ქვედა საცვალი ჩაწეული ჰქონდა, ხოლო ყელზე გაგუდვის კვალი ემჩნეოდა.

პოლიციამ უესლი დააკავა, როგორც ადამიანი, ვინც გოგონა ბოლოს ნახა. ჩვენებაში მან იცრუა, თითქოს კილი ბოლომდე არ გაუცილებია, მაგრამ სათვალთვალო კამერებმა წყვილი პარკში შესული დააფიქსირა. უესლის დნმ-ის ანალიზმა და მის სახეზე არსებულმა ნაკაწრმა პოლიციის ეჭვი დაადასტურა, რომ ბიჭმა გოგონა გააუპატიურა და ამ პროცესში, კისერზე ხელის დაჭერის გამო შემოაკვდა.

როგორც შემდეგ გაირკვა, სტრიტს სექსუალური ძალადობა კიდევ სამი გოგონას მიმართ ჰქონდა ჩადენილი.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42