მედვედევის განცხადება რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური მცდელობაა - ბარამიძე
18:40, 08 Aug, 2020     1028

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე , აგვისტოს ომთან დაკავშირებით დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება.

მმისი შეფასებით, დიმიტრი მედვედევის განცხადება არის რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური და მოღალატეობრივი მცდელობ.


ბარამიძის განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოვალეობა შეასრულა და აგრესიულ მტერს ცეცხლი გაუხსნა. მისივე თქმით, საქართველოს რომ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება არ მოეხდინა, დიდი ლიახვის სოფლებში უამრავი ადამიანი მოკლული და გაუპატიურებული იქნებოდა.

"სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც ერთი-ერთში ლაპარაკობს იმას, რაზეც დღეს რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ისაუბრა, რომელმაც განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ომი დაიწყო ჯერ კიდევ 2 აგვისტოს, დაბომბვებით და კიბერშეტევით, რომელიც დღეს ნატოს მიერ აღიარებულია, როგორც ომის ფორმა, რასაც მოჰყვა კონვენციური ომის ფორმა ტანკებით და ათასობით სამხედროთი. ოღონდ 7 აგვისტოს ღამე ეს ხორციელდებოდა ამოუცნობი სამხედრო ნიშნებიანი ე.წ. მწვანე კაცუნების მეშვეობით რუსეთის ფედერაციის ჯარის მიერ.

საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა წმინდათაწმინდა მოვალეობა, რეაგირება მოვახდინეთ უკვე შემოსული აგრესიული მტრის წინააღმდეგ, ბუნებრივია აგრესორს დავუხვდით და გავუხსენით ცეცხლი. რუსეთს ორი ვარიანტი ჰქონდა ან ლოკალურად დაამთავრებდა ამ საკითხს, ან როგორც მათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ სრულმასშტაბიანად ჩაერთვებოდნენ, რაც განხორციელდა და საუბარი დღეს, თუნდაც მინიშნებით, ან ირიბად, რომ ჩვენ შეიძლებოდა ეს თავიდან აგვეცილებინა, მაშინ, როდესაც რუსეთს ეს უკვე კარგად დაგეგმილი და გათვლილი ჰქონდა წლების წინ, არის პირდაპირ პუტინის რუსეთის და მედვედევის რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური მოღალატეობრივი მცდელობა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სწორედ ამით არის დაკავებული", - განაცხადა გია ბარამიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42