ჩვენ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - თორნიკე ჯანაშვილი
პოლიტიკა - 22:06, 08 Aug, 2020     1124

"რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ ახალგაზრდები, რეფორმერები პირობას ვდებთ, რომ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს
ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა. ჩვენი თაობა შეძლებს გამოიყვანოს ქვეყანა იმ
ჩიხიდან, რაშიც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ უნდა შევქმნათ კონფლიტის მშვიდობიანი
მოგვარების პრეცენდენტი", — განაცხადა პარტია რეფორმერის თავმჯდომარემ, თორნიკე ჯანაშვილმა, საოკუპაციო ხაზთან ტყვიაველ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

"საქართველოს ისტორიაში არის დღეები, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმეა. აგვისტოს ომი — ჩვენი ტრაგედიაა. 12 წლის წინ საქართველომ დაკარგა ქართული ტერიტორიები, ქართული სოფლები, ამ ომს შეეწირა ჩვენი გმირი ჯარისკაცების და
მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ამ ომს ჰყავს უჩინარი გმირებიც — ადამიანები,
ვინც საოკუპაციო ხაზთან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებენ ცხოვრებას
ოკუპანტების პირისპირ და ისინი, ვისაც ყველაფერი დაატოვებინეს და საკუთარ
ქვეყანაში დევნილობაში ცხოვრობენ. ეს არის ომი, რომელიც არ დასრულებულა და
დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაციის და ჰიბრიდული ომის სახით", — ნათქვამია განცხადებაში.

პარტია რეფორმერში აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებს შეხვდნენ. უსაფრთხოების პანელს წარუძღვა რეფორმერის წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია. ღონისძიება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

ღონისძიების სადისკუსიო ნაწილში ექსპერტებთან ერთად განიხილეს რუსული
საფრთხე, ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების
წინაშე მდგარი სხვა საფრთხეები. რეფორმერის ლიდერებმა ექსპერტებთან ისაუბრეს პარტიის ხედვებზე უსაფრთხოების, ჰიბრიდული ომის, დეოკუპაციის პრობლემების მოგვარების
ხედვებთან დაკავშირებით.

"რუსეთი ამ ომისთვის დიდი ხანი ემზადებოდა. ოკუპანტებმა წინასწარ დაწერილი
სცენარით დაიწყეს შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე. ეს იყო გააფთრებული ომი
ხმელეთზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სწორედ მაშინ
გაიმართა მსოფლიოში პირველი კიბერ-ომი. დღეს პუტინის რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებას
და ჰიბრიდულ ომს. ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, სამწუხაროდ,
არც საუკეთესო ფორმაში ვართ. სანამ საქართველო ფეხზე იდგება, მანამ ვიქნებით
ჩვენი მტრების ხახაში გაჩხერილი. ჩვენი ხუთდღიანი წინააღმდეგობა ყველაზე
ღირსეული და ძლიერი პასუხი იყო უზარმაზარი მონსტრის წინააღმდეგ. ძალიან ბევრ
ქვეყანას გაუჭირდებოდა არამთუ ხუთდღიანი, არამედ ხუთსაათიანი
წინააღმდეგობაც რუსეთთან. ვამაყობ იმ სულით, რაც ჩვენში, ჩვენი ქვეყნის
პატრიოტ მოქალაქეებშია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია და ბევრ რამეში
გავაოცებთ სხვებსაც. მუდამ გვემახსოვრება ის ვაჟკაცები, რომლებმაც
სამშობლოსათვის თავდადების იდეით მარადიულობაში შეაბიჯეს", -განაცხადა ლაშა პატარაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42