არეულობა ახალქალაქში და გადამწვარი სახლები - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველი კომენტარი
22:41, 08 Aug, 2020     6828

ვითარება ახალქალაქში - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალქალაქში არეულობა გრძელდება. დამწვარია 4 საცხოვრებელი სახლი, რომლებიც სასტუმრო "არტსეკის" მფლობელთანაა დაკავშირებული.

ადგილზე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი იმყოფება. მან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ

ახალქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორც ამირანაშვილმა განმარტა, მოხდა მკვლელობა და სავარაუდო მკვლელის ახლობლებს დაუპირისპირდნენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები.


„ახალქალაქის რაიონში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რის შემდეგაც გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში გაიშალნენ და კიდევ ჰქონდა პატარა კრიმინალურ შემთხვევებს ადგილი. პოლიციის ძალები ამ წუთებში ემატება, სრულად არიან მობილიზებული.

ქალაქში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, არის დაძაბულობა, მაგრამ პოლიციური ძალები ემატება კვლავ და სიტუაცია აყვანილია კონტროლზე. არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ასევე, მოხდა სასტუმროს დაწვა. მკვლელის ახლობლები არიან თუ არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ ამ წუთებში. სავარაუდოდ, ლოგიკურად, ასეა – მკვლელთან კავშირში უნდა იყვნენ. მათთვის, გარდაცვლილის ახლობლებისთვის ასე იყო ცნობილი და ამიტომ მოხდა ეს ფაქტი. ზუსტად ამ მკვლელობის გაგრძელებაა, სხვა შემთხვევა არ არის. სასტუმრო ბრალდებულის პირადი საკუთრება არ არის, თუმცა შესაძლებელია, იყო მისი ნათესავის. ამაზე ზუსტად ვერ მოგახსენებთ. ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილის ახლობლებს ასე ეგონათ, მაგრამ არის თუ არა ზუსტად, ახლა არ მაქვს ეს ინფორმაცია. მანამდე, კონფლიქტს წინაპირობაა ჰქონდა თუ არა, არც ეს ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალქალაქში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გვყავს გარდაცვლილი, გარდაცვალების შემდეგ დაღუპულის ახლობლებმა დაწვეს ეს უძრავი ქონება.

შსს აკონტროლებს ახალქალაქში ვითარებას, როგორც კრიმინალური პოლიცის ძალები, ასევე საპატრულო პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური. არიან მობილიზებული ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები. მათ კიდევ ემატება რაოდენობა და მაქსიმუმად კონტროლზე ხდება აყვანა“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

​მისივე თქმით, მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული არავინაა.

„ამ დროისთვის, დაკავებული არ გვყავს, თუმცა პოლიცია ამ მიმართულებითაც მუშაობს. პოლიცია მუშაობს, როგორც კონტროლის დასამყარებლად, ასევე კრიმინალური შემთხვევაში მონაწილე პირების დადგენა- დაკავების მიზნით“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.


შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაჭრილებიც. დამწვარია 4 სახლი და 1 სასტუმრო.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42