ბელორუსში ანტისამთავრობო გამოსვლებს მსხვერპლი მოჰყვა- სპეცრაზმის მანქანამ მშვიდობიან მომიტინგეს გადაუარა (ვიდეო)
მსოფლიო - 11:02, 10 Aug, 2020     1976

10 აგვისტოს გამთენიისას ბელორუსის დედაქალაში, მინსკში შეტაკებები მოხდა ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს შორის. მომიტინგეთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებდნენ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში მე-6 ვადით გამარჯვებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკომ ხმების დათვლის შედეგად 80 %-მდე მიიღო.

აღნიშულ ინფორმაციას არ ენდობიან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ხალხის ნების საწინააღმდეგო გამომხატველია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო-ვიდეო კადრები, სადაც ასახულია შეტაკების მომენტები მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის. აქტიურად იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, გამაყრუებელ ყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს. ადგილობრივი მედია და ფოტო/ვიდეორეპორტიორები იტყობინებიან, რომ სპეცრაზმის მანქანამ გადაუარა ერთ-ერთ დემონსტრანტს, რომლის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.



აქცია ამ დროისთვის უკვე დაშლილია, თუმცა ოპოზიციური პარტიის ლიდერები აანონსებენ, რომ დიდი აქციისთვის ემზადებიან. მათი თქმით, მოსახლეობის რაოდენობა იმდენად მასშტაბური უნდა იქნეს, რომ სპეცრაზმმა თავისი აღჭურვილობა დაყაროს და ხალხს შეუერთდეს ანტისამთავრობო აქციაში.ვრცელდება ინფორმაცია აგრეთვე, რომ ლუკაშენკომ თავისი ოჯახის წევრები თურქეთში გაიყვანა. საავიაციო მიდევნების სისტემა , PLANDEFINDER-ით დაფიქსირდა, რომ ბორტმა EW-301PJ,რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკოს ეკუთვნის ბელორუსის საჰაერო სივრცე დატოვა და თურქეთში შეფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ქალაქ ბოდრუმში დაეშვა.





ბელორუსის ქალაქ პატარა კობრინიდან გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ სპეცრაზმელებმა ფარები დაუშვეს და უარი განაცხადეს მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლაზე.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42