აშშ-ში კოროანვირუსის გავრცელება უპრეცედენტოა- უკანასკნელ ორ კვირაში 100 000-მდე ბავშვი დაინფიცირდა კოვიდ 19-ის ვირუსისგან. აღნიშული მონაცემები მხოლოდ 16-იდან 30 ივლისამდეა. დღესდღეობით აშშ-ში საერთო ჯამში 5 მილიონზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევაა ზემოხსენებული დაავადებით, რომელთაგან 338 000 ბავშვია. 165 247 ადამიანი უკვე გარდაიცვალა.
ამერიკელი პროფესორის, ტინა ჰარტეტის თქმით, ბავშვებში გაზრდილი რაოდენობით დიაგნოსტირება იქნება მნშვნელოვანი ღონისძიება, რათა მოხდეს განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად გადამდებია არასრულწლოვანი ასაკის ადამიანებში კორონავირუსი. მისი თქმით, 2000 ოჯახს უკვე სახლში გაეგზავნა ტესტირების მოწყობილობები. სპეც სამედიცინო ჯგუფების მიერ სახლებში მიტანილი კორონატესტების შემდეგ, მათ ასწავლიან თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ოჯახის წევრების შემოწმება ვირუსზე, რომლის შემდეგაც ეს პასუხები საავადმყოფოებს უნდა გაუგზავნონ.
ადგილობრივი მთავრობის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც განათლების სამინისტროს უწყების დადგენილებით სკოლის დაწყების თარიღი ყველა სასწავლებლისთვის ოფიციალურად სავალდებულოდ განისაზღვრა. აშშ-ს რამდენიმე სკოლაში უკვე დაწყებულია სწავლა.
მასალის გამოყენების პირობები