ტიკარაძე: საჭიროა ცვლილებები, რომ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა ამ გაუგებრობაში
პოლიტიკა - 20:16, 10 Aug, 2020     1482

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც საკანონმდებლო ბაზაში, ასევე რეგულირების და პროფესიული კომპეტენციის ნუსხაში საჭიროა ცვლილებები, რათა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ექიმი, რომელიც დაკავებულია, იყოს უკანასკნელი ექიმი, რომელიც მსგავს გაუგებრობაში მოყვა.

"ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები არის საჭირო განხორციელდეს საკანონმდებლო ბაზაში და ასევე რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, იმისათვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღესდღეობით ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი", - განაცხადა ტიკარაძემ .

მინისტრის განმარტებით, განსაზღვრული უნდა იყოს კომპეტენციები, რომელ ექიმს რა რეგულაციებით აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი და შესაბამისად, განახორციელოს გარკვეული ტიპის ჩარევს.

"საკანონდემბლო ბაზა არ იყო მზად იმისთვის, რომ ჩვენ განგვეხორციელებინა ბატონი ვახტანგ ყიფიანის კომპეტენციების ფარგლებში ის პროგრესული და თანამედროვე ჩარევა, რომელიც მან განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს ეს რეგულაცია იმისათვის, რომ სხვა ექიმებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში", — აღნიშნა ტიკარაძემ.

მან ასევე თქვა, რომ სამინისტროს ჰქონდა მომზადებული კონკრეტული ცვლილებები, თუმცა პარლამენტში მსჯელობის შემდეგ ის უკან გამოიწვიეს. მინისტრის აზრით, შესაბამისი რეგულაციები უმოკლეს ვადაში უნდა მიიღონ.

კითხვაზე არის თუ არა დამნაშავე ექიმი, მინისტრი პასუხობს, რომ გარკვეული გადაცდომები იკვეთება, თუმცა "დანაშაულს გააჩნია თავისი სიმძიმე".

"ეს კონკრეტული შემთხვევა არის საკმაოდ კომპლექსური და რთული. 20 თვეა აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და არ მაქვს უფლება ვთქვა, იყო თუ არა დამნაშავე. აქ არის დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი. და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები, თუმცა დანაშაულს გააჩნია თავისი სიმძიმე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42