ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრა პარტია "რეფორმერში"
პოლიტიკა - 23:03, 10 Aug, 2020     794

10 აგვისტოს პარტია "რეფორმერში" პარტიის თავმჯდომარის თორნიკე ჯანაშვილის და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს და არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები: ლია ელიავა, დემურ გიორხელიძე, ნოდარ კაპანაძე, პაატა ბაირახტარი, გიორგი კაპანაძე და სხვები.

ვორქშოფის სადისკუსიო ნაწილში "რეფორმერის" ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევები. " რეფორმერის" ლიდერებმა ისაუბრეს პარტიის ხედვებზე ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

თორნიკე ჯანაშვილი: "ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, ჩვენი პარტიის პროგრამა სისტემის ძირეულ ცვლილებებზე, თანამედროვე მიდგომებსა და ქვეყნის კრიზისისდან გამოყვანის გზებზეა აგებული. "რეფორმერის" მთავარი მიზანია პირდაპირი დემოკრატია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან, ჩვენი ხედვების გაზიარება და მათი მოსაზრებების მოსმენა პროგრამის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებამდე.

ახლა უმთავრესია მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ჩვენ თუ არ გამოვასწორეთ და განვავითარეთ ის გარემო, რაც გვაქვს დღეს, მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით . "რეფორმერის" პროგრამა იქნება პირდაპირი სახელმძღვანელო, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და როგორ უნდა დავძლიოთ მძიმე კრიზისი, რომ წარმატებული და განვითარებული ქვეყანა გავხდეთ, რისი პოტენციალიც საქართველოს ნამდვილად აქვს - აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი

პარტია"რეფორმერის" ლიდერები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42