დევნილი კალიგრაფი, რომელმაც კალიგრაფია ხელოვნებად აქცია
საზოგადოება - 13:39, 11 Aug, 2020     1834

ქართული დამწერლობა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ქართულ ასოებს ბგერების გაჟღერების გარდა კიდევ უფრო შორს მიმავალი, იდუმალებით მოცული და სიმბოლოებით გადმოცემული მინიშნებების დატვირთვაც აქვს. იოანე ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი'' სწორედ ამ იდუმალი მინიშნებების შესახებ მოგვითხრობს.

ქართული დამწერლობის საკუთარი აღქმა აქვს აფხაზეთიდან დევნილ კალიგრფას ლეილა ბაღბაიას, ის უკვე 25 წელია ქართული ასოებს ხელოვნების ნიმუშებად აცოცხლებს. სახარება, ისტორია, ვეფხისტყაოსანი, თუმცა აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანის მთავარი შთაგონების წყაროდ და თემად მაინც აფხაზეთი რჩება.

,,კალიგრაფია ჩემი გატაცებაა, იგი სამშობლოსათვის მოწყვეტილისთვის უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი გატაცება, ისტორია ცოცხლდება, უძველესი ხელნაწერები ეპოქას შიფრავენ, ბიჭვინთისა და მოქვის სახარება იმის დასტურია, რომ ეს ტერიტორია ოდითგანვე წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოებრიობის ნაწილს. გატაცების სამყაროში, კალიგრაფიაში თავი ხელახლა აღმოვაჩინე, უაფხაზოდ ცხოვრებაში გარკვეულ ძალას მაძლევს. როდესაც ქათული ანბანის მოსახატად ფანქარს ვიღებ ხელში, ჩემს აფხაზეთში ვბუნდები და იმედი მაქვს, რომ მალე დადგება, ის ნანატრი დრო, როდესაც ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალზე'' - ამბობს აფხაზეთის სულიერების ცენტრის მთავარი სპეციალისტი და მშობლიური მიწიდან დევნილი ყველა ნივთზე ამოტვიფრულ ქართულ ასოებს აფხაზეთს სიყვარულს უძღვნის.

ნივთები კი მის მოკრძალებულ სახელოსნოში, რომელიც ამვდროულად მისი საცხოვრებელი ბინაცაა, ბევრია - ქართულ ასოებს ხატვს პერმანენტებზე, ტყავის ნაჭრებზე, თეფშებსა თუ ქვებზე, ხის ნაფოტებზეც და მომავალ თაობებს ქართული ასოებით გადმოცემულ ისტორიას უტოვებს.

ქალბატონ ლეილას ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის'' წარმომადგენლები ესტუმრნენ და ხელოვანს მისი საქმიანობისთვის აუცილებელი მასალა გადასცეს. ,,მიგვაჩნია, რომ ქალბატონი ლეილა ეროვნულ საქმეს აკეთებს, ასეთ ადამიანებს კი თანადგომა და დახმარება სჭირდებათ'' - აცხადებენ ,,საქართველოს ეროვნულ ლატარიაში''

კომპანია მადლობას უხდის საკუთარ მომხარებელებს, რადაგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი, სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42