კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ სამშაბათის მონაცემებით უკვე გადააჭარბა 20 მილიონს, რომელთაგან ნახევარზე მეტი სამ ქვეყანაზე- ამერიკაზე, ინდოეთსა და ბრაზილიაზე მოდის.
ჯანდაცვის უწყებათა მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ნამდვილი რიცხვი გაცილებით მეტია ვიდრე ოფიციალური მონაცემები ფიქსირდება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტკის განყოფილებაში. ის ფაქტი, რომ ინფექცია დაავადებულთა 40 %-ის შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდიანრეობს და აგრეთვე ტესტირების ჩატარებაზე დღემდე გარკვეული შეზღუდვებია, ცხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ დავირუსებულ ადამიანთა რიცხვი შესაძლოა 2-ჯერ მეტიც კი იყოს რეალურად.
ინფექციის პირველი შემთხვევიდან 6 თვეში დაავადებულთა რიცხვმა 10 მილიონი შეადგინა, ხოლო მომდევნო 6 კვირაში- 45 დღეში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. მხოლოდ აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში დღეს ოფიციალურად, 10 მილიონზე მეტი დავირუსების შემთხვევაა.
საშუალოდ, 7 დღის განმავლობაში ყოველდღიური ზრდის მაჩვენებელი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა ამერიკაში შეადგენს 58 768-ს. ბოლო მონაცემების თანახმად, ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 739 526 ადამიანი, 64 682 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო 2, 5 მილიონამდე ადამიანი კი აქტიურ მკურნალობას გადის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებსა და მედპუნქტებში .
ევროპაში მდგომარეობა დასტაბილურდა გარდა რუსეთისა, სადაც ყოველდღიური მატება 5000-ს არ სცილდება. უკანასკნელ 24 საათში რუსეთში 130 ადამიანი დაიღუპა კოვიდ 19-ისგან. 180 000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ აქტიურ სამკურნალო პროცედურებს გადის საავადმყოფოებში.
მასალის გამოყენების პირობები