ულამაზესი და შემაძრწუნებელი სანახაობა - "ჩუმმა ელვამ" ბრიტანელები განცვიფრებაში მოიყვანა (ვიდეო)
16:01, 11 Aug, 2020     968

11 აგვისტოს, ღამით, ბრიტანელები უჩვეულო სანახაობამ - "ჩუმმა ელვამ" განაცვიფრა. ელვას ქუხილი და წვიმა არ მოჰყოლია. ზოგიერთმა ეს მოვლენა "ჰარი პოტერის" სიუჟეტებს შეადარა, ზოგმა "ჩუმი დისკოთეკა" უწოდა. სოციალურ ქსელში ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალა ჰაშტეგით - #waroftheworlds ქვეყნდებოდა. მეტეოროლოგების თქმით, 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში სხვადასხვა ადგილას 50 000 მეხი ჩამოვარდა, ხოლო ტემპერატურა 30 გრადუსს გადასცდა.

Twitter-ის მომხმარებლებმა ამ მოვლენას "შემაძრწუნებელი, მაგრამ ლამაზი" უწოდეს.

სინოპტიკოსების განცხადებით, ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან სინათლე ხმაზე შორს ვრცელდება, და ამიტომ ადამიანმა შეიძლება დაინახოს ელვა, ხოლო ქუხილის ხმა ვერ გაიგონოს. სინათლეს, როგორც წესი, საავრდო ღრუბლები ირეკლავს.

"შესანიშნავი სანახაობის 90 წუთი! დედა ბუნება დღეს შემაძრწუნებელი იყო" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

თუმცა, "ჩუმი ელვა" ყველგან მდუმარე არ ყოფილა. უელსის ზოგიერთ ნაწილში, თვითმხილველების განცხადებით, გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა, ხოლო წვიმა მათ "შხაპს" შეადარეს. ქალაქ აბერისტოუნში კი წვიმამ ქუჩებიც დატბორა.

ამ მოვლენის შედეგად მეტეოროლოგიური სამსახური 11-12 აგვისტოს ძლიერ წვიმას ელის კუნძულის მთელს ტერიტორიაზე. ბრიტანეთში ამინდის "ყვითელი განგაშია" გამოცხადებული. ცენტრალურ ბრიტანეთში ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან 12 აგვისტოს დილამდე უწყვეტ წვიმას ელოდებიან.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42