საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თურქულ ნავს ცეცხლი გაუხსნა და ჩაძირა
15:18, 11 Aug, 2020     2695

საბერძნეთის სანაპიროს დაცვის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს თურქულ ნავს, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებოდა. ინციდენტს ადგილი ჰქონდა კუნძული როდოსის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულის შედეგად თურქული მცურავი საშუალება ჩაიძირა. თურქული მედიის თქმით, 2 თურქისა და ერთი სირიელი მოქალაქის ევაკუაცია მათმა ხომალდება მოახდინეს.

დაცხრილვის შედეგად, 3 ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ევაკუირებული ადამიანები ქალაქ მარმარისის მიმართულებით არიან გადაყვანილები. თურქეთის სამთავრობო უწყებებმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც ასახულია ბერძენი სამხედროების მცდელობა, ჩაეძირათ ნავი.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ძალზე დაიძაბა მდგომარეობა საბერძნეთსა და თურქეთს შორის მას შემდეგ, რაც თურქეთმა საბერძნეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს საკვლევი ხომალდები გაგზავნა, რომლებიც სწავლობენ აღნიშნულ ზონას, რათა მომავალში დაიწყონ საბურღი სამუშაოები წყლიდან ნავთობის ამოსატუნბად.

ორშაბათს თურქულმა საკვლევმა ხომალდმა, ორაკ რისმა და მისმა დამხმარე გემებმა დაიწყეს ოპერირება კვიპროსსა და საბერძნეთს შორის არსებულ ტერიტორიულ წყლებში, სადაც 23 აგვისტომდე დარჩებიან. აღნიშნული ხომალდის ესკორტირებას თურქული საბრძოლო ხომალდები ახდენდნენ.

ოფიციალურმა ათენმა თურქეთის ამ ქმედებას არალეგალური აქტი უწოდა, რომელიც საბერძნეთის სუვერენულ უფლებათა შელახვისკენაა მიმართული. ბერძენი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, თურქული ხომალდი საბერძნეთის კონტინენტური შელფის ტერიტორიის შიგნით იმყოფება. საბერძნეთის სამხედრო უწყებამაც სრული განგაში გამაოცხადა- საბრძოლო ხომალდები პატრულირებენ და აკვირდებიან ორაკ რისის გადაადგილების მიმართულებას.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42