შაქარაშვილის მკვლელობა: "ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ს დაუმძიმდა ბრალი - რას ამბობენ პროკურატურაში
15:07, 11 Aug, 2020     363

პროკურატურაში ამბობენ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მომზადებაში.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, გასაგებია შაქარაშვილის ოჯახის ემოციური მდგომარეობა და დამოკიდებულება მოძალადეების მიმართ, მაგრამ საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და გადაწყვეტყილება მიიღოს მტკიცებულებების საფუძველზე.

„ოჯახის მოთხოვნა იყო, რომ „ტოიოტა ქამრის“ 6-ვე მგზავრი უნდა ყოფილიყო მიცემული პასუხისგებაში და ეს დამოკიდებულება ოჯახის მხრიდან თავდამსხმელების მიმართ გასაგებია. თუმცა, გამოძიება ბუნებრივია ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩართულობა და მონაწილეობა საგამოძიებო პროცესში, დაზარალებულის მიერ წამოყენებული ვერსიების გადამოწმება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთა ჩატარების აუცილებლობაც საბუთდება დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ადვოკატის მიერ ამა თუ იმ საქმეში და ბუნებრივია, ამ კუთხით ვერც ეს საქმე ვერ იქნება გამონაკლისი. თუმცა, საქართველოს პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო სტანდარტით, რომელიც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით და რომელიც გულისხმობს მტკიცებულებების საფუძველზე კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დვენის დაწყებას.

17-ვე პირის მხრიდან, რომელიც ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურებული იყო შესაბამისი დანაშაულის ჩადენა. ამ ეტაპზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ მხოლოდ 5 პირის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში“, - განაცხადა პროკურორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42